ლაშა ნაკაიძე მთავარი არხის დილის გადაცემის წამყვანია. როგორც On.ge-ის შსს-ში განუცხადეს, მას ბრალად ედება ძალადობა, გაუპატიურების მცდელობა და მუქარა ოჯახის წევრის მიმართ.

დეტალები: გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, 11 პრიმა 137-ე მუხლის პირველი ნაწილით და 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის "დ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

  • მომხდარს გამოეხმაურა მთავარი არხიც და განაცხადა, რომ გმობს, ემიჯნება ყოველგვარი სახის ძალადობას და ნაკაიძესთან თანამშრომლობას წყვეტ
  • არხის ცნობით, მომხდარი ფაქტის შესახებ პოლიციას მათმა ერთ-ერთმა თანამშრომელმა აცნობა, რის შემდეგაც დაშავებული ქალს სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა, გამოიკითხა და მისი ჩვენების საფუძველზე ნაკაიძე დააკავეს.
  • "ნაკაიძისთვის წაყენებული ბრალდების სიმძიმიდან გამომდინარე, მთავარი არხი ვალდებულად მიიჩნევს თავს, შეაჩეროს მასთან ნებისმიერი სახის თანამშრომლობა, თუმცა თუ მას დანაშაულის ჩადენა არ დაუმტკიცდება, არხი გადახედავს ლაშა ნაკაიძესთან საქმიანი ურთიერთობის აღდგენის შესაძლებლობას", — ვკითხულობთ განცხადებაში.