როგორ ვაჭრობდნენ საფონდო ბირჟაზე 100 წლის წინ და ახლა? — 3 განსხვავება
საფონდო ბირჟაზე ვაჭრობა ათწლეულებს, შეიძლება ასწლეულებსაც ითვლის, თუმცა, იგი დღევანდელი სახით ბოლო 150 წელში ჩამოყალიბდა. მიუხედავად ამისა, საფონდო ბირჟაზე ვაჭრობის მეთოდები, ტენდენციები და დამოკიდებულება ყოველწლიურად თუ არა, ყოველ 10 წელიწადში იცვლებოდა. ვაჭრობა განსაკუთრებით განსხვავებული იქნებოდა 100 წლის წინ, როდესაც ინტერნეტი და კომუნიკაციის ასეთი მასშტაბი არ არსებობდა.
1. კომპანიის აქციის შეძენისას სერტიფიკატს გაძლევდნენ
100 წლის წინ, იმის დასადასტურებლად, რომ რომელიმე კომპანიის აქციას ფლობდი, გაძლევდნენ სპეციალურ სერტიფიკატს. შენი კონკრეტული ვაჭრობის შესახებ ინფორმაცია სწორედ ამ ფურცელზე ეწერა. სერტიფიკატი უნიკალური იყო, ამიტომ, მისი დაკარგვის შემთხვევაში, რთული და თითქმის შეუძლებელი იქნებოდა იმის დამტკიცება, თუ რა ეწერა ფურცელზე. სერტიფიკატის დაკარგვა, მოპარვა, დაწვა კი საკმაოდ ხშირი იყო 100 წლის წინ.
დღეს კი შესაძლებელია, რომ საინვესტიციო პლატფორმის საშუალებით შეიძინო კომპანიის აქცია და არ გჭირდება არანაირი სერტიფიკატი ამის დასასტურებლად. ამასთან, ძველი ინვესტორებისგან განსხვავებით, არ გჭირდება უშუალოდ ნახო კომპანია, რომ ინვესტიცია ჩადო, შეგიძლია ონლაინ, ტელეფონიდან გაეცნო ინფორმაციას და რამდენიმე კლიკის შემდეგ ნებისმიერი საჯარო კომპანიის აქციის მფლობელი გახდები.
2. ყველაზე პოპულარული რკინიგზის აქციები იყო
100 წლის წინ ყველაზე პოპულარული რკინიგზის კომპანიის აქციებში ფულის დაბანდება იყო. ეს ის პერიოდია, როდესაც ინდუსტრიალიზაციამ პიკს მიაღწია, ქალაქებისა და რეგიონების ერთმანეთთან დაკავშირება აუცილებლობა გახდა და სწორედ რკინიგზა იყო კომუნიკაციის და მობილობის საუკეთესო საშუალება. სწორედ ამიტომ, ინვესტორებს ყველაზე სანდო სექტორად ტრანსპორტირება, კერძოდ, რკინიგზა მიაჩნდათ. ამასთან, 100 წლის წინ კომპანიები იშვიათად ხდებოდნენ საჯარო, რაც ინვესტორებს არჩევანის ნაკლებობას სთავაზობდა.
დღეს კი ნებისმიერ ინდუსტრიაში თუ სექტორში მოქმედი საჯარო კომპანიის აქციის ფლობაა შესაძლებელი. მართალია დღესაც არის კონკრეტული ტენდენციები ზოგიერთ სექტორზე, თუმცა, არჩევანი მრავალფეროვანია.
3. ინფორმაცია უფრო ნელა ვრცელდებოდა, ვიდრე ახლა
ერთ-ერთი ყველაზე მთავარი განსხვავება დღევანდელ და 100 წლის წინანდელ საინვესტიციო შესაძლებლობებს შორის ინფორმაციის გაცვლაა. რა თქმა უნდა, სწორედ ინფორმაციაა, რაც ინვესტორს ფულის დაბანდების სურვილს უჩენს. დღეს თუ წამის მეათედებში შეგიძლია ნახო რა ხდება საფონდო ბირჟაზე, როგორ იცვლება ან შეიძლება შეიცვალოს ფასები და ამის შესაბამისად მოქმედებ, 100 წლის წინ ამ ყველაფერს საათები და ზოგჯერ დღეებიც კი დასჭირდებოდა, რაც მოქნილობას ზღუდავდა. სანამ კონკრეტულ კომპანიაში ინვესტირებას განახორციელებდი, შესაძლოა ეს კომპანია უკვე გაკოტრებული ყოფილიყო.
აქციებით ვაჭრობა ახლა უკვე საქართველოს ბანკის მობილბანკით არის შესაძლებელი. ესტუმრე მობილბანკს, რომლის საშუალებითაც ისეთი საერთაშორისო კომპანიების ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობას შეძლებ, როგორებიცაა: Apple, Amazon, Microsoft, Tesla, Google და სხვა. ეს სიახლე საქართველოს ბანკმა მისი ჯგუფის შვილობილი კომპანიის, Galt & Taggart-ისა და საერთაშორისო ფინანსური ტექნოლოგიების პლატფორმა DriveWealth-ის პარტნიორობით დანერგა. თუ გსურს მეტი გაიგო ინვესტიციების შესახებ, ესტუმრე ფეისბუქგვერდს — ინვესტიციები, სადაც გაიგებ მეტს, თუ როგორ ივაჭრო აქციებით.
ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე, როგორც მოგება. თქვენ დეტალურად უნდა გააანალიზოთ, რამდენად მისაღებია თქვენთვის ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა გასწიოთ თანხის დაკარგვის რისკი.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
კომენტარები