თურქეთის პრეზიდენტმა და გაეროს გენერალურმა მდივანმა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში შექმნილ რთულ სიტუაციაზე ლვოვში შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ევროპაში ყველაზე დიდი ატომურ ელექტროსადგურს მარტის დასაწყისიდან ოკუპანტები აკონტროლებენ, თუმცა მას კვლავ უკრაინელი ტექნიკოსები მართავენ. ობიექტი არაერთხელ დაიბომბა, რაც საფრთხეს კიდევ უფრო ზრდის.

  • უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთს "ბირთვულ შანტაჟში" ადანაშაულებს ელექტროსადგურში დაძაბულობის გამო.
  • ოფიციალური კიევის თქმით, რუსეთმა კომპლექსში 500-მდე ჯარისკაცი განათავსა, რომლებიც მას ფარად იყენებენ უკრაინის ქალაქებზე თავდასხმების განსახორციელებლად.

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თქვა, რომ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში რეალური საფრთხე არსებობს.

  • მან აღნიშნა, რომ მსოფლიოს არ სურს კიდევ ერთი ჩერნობილის ნახვა.

ანტონიო გუტერეში ტერიტორიის დემილიტარიზაციას ითხოვს.

  • მისი თქმით, ობიექტში ნებისმიერი პოტენციური დაზიანება თვითმკვლელობა იქნება.

თუმცა, დღეს ცნობილი გახდა, რომ რუსეთმა გაეროს გეგმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დემილიტარიზაციის შესახებ უარყო.

  • ამასთან, უკრაინის სამხედრო დაზვერვა თვლის, რომ რუსეთი ზაპორიჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე "პროვოკაციას" გეგმავს.

გაიგე მეტი: