ინფორმაციას რუსული სახელმწიფო მედია TASS ავრცელებს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: უკრაინული მედია, UNIAN-ის ცნობით, ოკუპანტები მომხდარში უკრაინას ადანაშაულებენ.

  • "ახლა პროპაგანდისტები აქტიურად ავრცელებენ ჰიპოთეზას, რომ მანქანა უკრაინელმა "ნაციონალისტებმა" ააფეთქეს", — წერს მედია.

დეტალები: TASS წერს, რომ აფეთქება მოსკოვის ოლქში, ერთ-ერთ სოფელში მოხდა.

  • მედია გარდაცვლილის მეგობარზე დაყრდნობით აცხადებს, რომ მანქანა ალექსანდრ დუგინს ეკუთვნოდა;
  • მისი განცხადებით, აფეთქების რეალური სამიზნე სწორედ ალექსანდრ დუგინი იყო.

ალექსანდრ დუგინი ვლადიმერ პუტინის იდეოლოგია და დიდი რუსეთის იმპერიის აღდგენას ისახავას მიზნად.

  • ის საქართველოზე ხშირად საუბრობს, ანტიდასავლური განწყობების გაძლიერებას ცდილობს, კრემლისტურ ნარატივებს და საბჭოთა ნოსტალგიებს აღვივებს;
  • დუგინი სხვადასხვა დროს, რუსეთის მიერვე ოკუპირებული ტერიტორიებზე არსებულ სიტუაციაში, საქართველოს ადანაშაულებდა;
  • დარია დუგინაც მამის იდეოლოგიას იზიარებდა და უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამართლებას ცდილობდა.

CNN წერს, რომ დარია დუგინას 2022 წელს აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის საგარეო აქტივების კონტროლის ოფისმა სანქციები დაუწესა.

  • სანქცია მას United World International-ის ვებსაიტზე გამოქვეყნებული სტატიის გამო შეეხო, სადაც წერია, რომ NATO-ში გაწევრიანების შემთხვევაში უკრაინა "დაიღუპება".