უკრაინის პრეზიდენტი დარია დუგინას მანქანის აფეთქებასა და სიკვდილს ეხმაურება.

რატომ არის მნიშვნელოვანი: FSB-მ გუშინ, 22 აგვისტოს განაცხადა, რომ დუგინას საქმე გახსნეს და მკვლელობას უკრაინის სპეცსამსახურებს აბრალებს. ისინი ამბობენ, რომ ქალი, რომელმაც დუგინა მოკლა, აზოვსტალის ბატალიონის წევრია.

  • მკვლელობაში უკრაინელი ქალის დადანაშაულებისთანავე ვიკიპედიაში მასზე ყალბი გვერდი შეიქმნა.
  • მოგვიანებით აზოვის ბატალიონმა თქვა, რომ ქალს, რომელსაც FSB დუგინას მკვლელობაში ადანაშაულებს, მათთან კავშირი არ აქვს.

დეტალები: ზელენსკის განცხადებით, ეჭვმიტანილი უკრაინის მოქალაქე არ არის.

  • "ეს არ არის ჩვენი პასუხისმგებლობა, ის უკრაინის მოქალაქე არაა [...] ჩვენ არ ვართ დაინტერესებული მისით".

ვინ არის დარია დუგინა: ის პუტინის მთავარი იდეოლოგის, ალექსანდრ დუგინის შვილია და ბოლო წლებში მამის ერთ-ერთ უახლოეს თანამოაზრედ მიიჩნეოდა.

  • არაერთხელ გამოჩნდა რუსულ სამთავრობო მედიაში, სადაც პროსახელისუფლებო შეხედულებებს ავრცელებდა, აკრიტიკებდა დასავლეთს და უკრაინაში შეჭრას უჭერდა მხარს.