საგანგებო მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდებს, ტყის ან ველის სიახლოვეს ცეცხლი არ დაანთონ

ფოტო: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.
რატომ არის მნიშვნელოვანი: რამდენიმე დღეა ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაბისხევის მიმდებარე ტყეში ძლიერი ხანძარია.
- როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, ხანძრის ქრობის სამუშაოებს ართულებს რთული კლიმატური პირობები.
დეტალები: უწყებაში აცხადებენ, რომ მოსახლეობას ქვეყნის ტერიტორიაზე ტყის ხანძრების პრევენციის და შესაძლო გართულებების თავიდან აცილების მიზნით მიმართავენ.
- "მოგიწოდებთ, გამოიჩინოთ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, არ დაანთოთ ცეცხლი სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე, ტყის ან ველის სიახლოვეს, ასევე, არ დატოვოთ ცეცხლის კერები უყურადღებოდ";
- საგანგებო მოქალაქეებს ურჩევს, დაკვამლიანების ან ცეცხლის შემჩნევის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობონ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ს.
ამინდი: გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 28 აგვისტომდე საქართველოში ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება.
- ჰაერის მაღალ ტემპერატურასთან ერთად, კოლხეთის დაბლობზე, ზემო იმერეთში, შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, გორი-სურამის მონაკვეთზე და მთიანი რეგიონების ზოგიერთ რაიონში ძლიერი ქარია მოსალოდნელი;
- მათი თქმით, ეს კიდევ უფრო ზრდის ტყის ხანძრების გაჩენის რისკს.
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები