ვენიციის კომისიის მოსაზრებაში აღნიშნულია, რომ კანონპროექტი ნაჩქარევად მიიღეს და გადახედვას საჭიროებს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: სალომე ზურაბიშვილმა მოსმენების კანონს 22 ივნისს ვეტო დაადო და აღნიშნა, რომ ცვლილებებს არ ეთანხმებოდა.

  • არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, საკანონმდებლო ცვლილებები არაერთი ხარვეზით ხასიათდება;
  • მათი თქმით, ის არ შეესაბამება ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ნორმებს და ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს პრაქტიკას.

დეტალები: ვენეციის კომისია მიუთითებს, რომ კანონპროექტი საჭიროებს გადახედვას, რათა წარმოდგენილი დებულებების საჭიროება და პროპორციულობა დაასაბუთოს.

  • კომისიის რეკომენდაციაა, რომ უფრო გამჭვირვალე, ინკლუზიური და გონივრული საკანონმდებლო პროცესის მიზნით, მოხდეს დაინტერესებულ მხარეებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან კონსულტაციები;

კომისიის მოსაზრებაში ნათქვამია, რომ კანონპროექტი მოითხოვს დასაბუთებას ისეთ საკითხზე, როგორიცაა, ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად დანაშაულების სიის გაფართოება.

  • ასევე, ფარული საგამოძიებო მოქმედებების ვადის გახანგრძლივებასა და პირისთვის ფარული საგამოძიებო მოქმედებების შეტყობინებასთან დაკავშირებით.

არქივიდან: 7 ივნისს პარლამენტმა ქართული ოცნების ინიცირებით საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებები მიიღო.

  • ახალი კანონმდებლობის შესაბამისად, გახანგრძლივდა ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებასთან დაკავშირებული ვადები და გაიზარდა ის დანაშაულები, რომლებზეც ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება იქნება დასაშვები.