შსს-ის განცხადებით, ამ დროისთვის ბორჯომში ხანძრის ძირითადი ნაწილი ლიკვიდირებულია

ფოტო: შსს
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
უწყების განცხადებით, ხანძრის სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა და ახლა კი აქტიურ კერებზე მუშაობა გრძელდება.
რატომ არის მნიშვნელოვანი: რამდენიმე დღეა ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაბისხევის მიმდებარე ტყეში ძლიერი ხანძარია.
- როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, ხანძრის ქრობის სამუშაოებს ართულებს რთული კლიმატური პირობები.
დეტალები: უწყებაში ამბობენ, რომ ხანძრის ქრობის პროცესში მეხანძრე-მაშველებთან ერთად, უწყვეტ რეჟიმში შსს-ის სხვადასხვა დეპარტამენტის, ინფრასტრუქტურის, ასევე, გარემოს დაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახურის თანამშრომლები მონაწილეობენ.
- მათივე ცნობით, დილიდან მუშაობა განაახლეს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებმა და თურქეთის სპეციალიზებულმა სახანძრო თვითმფრინავებმა.
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
-
კომენტარები