დღეს, 28 აგვისტოს თბილისსა და მის მიმდებარედ ხანძრის სამი კერა გაჩნდა: ავჭალაში, სამგორს და შავნაბადას ტერიტორიაზე.

დეტალები: როგორც On.ge-ის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ავჭალაში ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია, სამგორში კი ლოკალიზაცებული.

  • რაც შეეხება შავნაბადას, სოციალურ ქსელებსა და მედიაში გავრცელებული კადრების მიხედვით, ხანძარი რუსთავი-თბილისის მაგისტრალს უახლოვდება.
  • უწყებაში ამ ეტაპზე მხოლოდ იმას ამბობენ, რომ მეხანძრე-მაშველები ადგილზე მუშაობენ.
  • როგორც მათ დღისით აღნიშნეს, სამუშაოებში ჩართული იყო ავიაციაც.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ბოლო დღეების განმავლობაში ხანძარი რამდენიმე ადგილას გაჩნდა. მათ შორის, ყველაზე მაშტაბური ბორჯომის ხეობაში.

  • უწყებამ არაერთხელ მოუწოდა მოსახლეობას გამოიჩინონ ყურადღება და ხანძრების პრევენციისთვის, ტყის ან ველის სიახლოვეს ცეცხლი არ დაანთონ.
  • ასევე, არ დაყარონ საყოფაცხოვრებო ნივთები, რამაც, შესაძლოა, ხანძრის გავრცელებას შეუწყოს ხელი.

უწყებაში ამბობენ, რომ დღეის მონაცმებით, ბორჯომში ხანძრის ქრობის პროცესი დასკვნით ეტაპზე გადავიდა.

  • შსს-ს განცხადებით, მუშავდება ცეცხლის დარჩენილი რამდენიმე მცირე მასშტაბის აქტიური და მხრჩოლავი კერა.