რუსეთისა და ჩინეთის ერთობლივი სამხედრო წვრთნები ვოსტოკი 30 აგვისტოს დაიწყება.

რატომ არის მნიშვნელოვანი: დასავლელ ოფიციალურ პირებსა და თავდაცვის ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ ამ ქმედებით ვლადიმერ პუტინი ცდილობს აჩვენოს, თითქოს რუსეთს ომის მიუხედავად კიდევ აქვს სამხედრო რესურსი.

  • ამასთანავე ცდილობს წარმოაჩინოს, რომ კრემლს კვლავ აქვს თანამშრომლობის შენარჩუნების უნარი არადასავლურ მოკავშირეებთან, როგორიცაა ბელარუსი და ინდოეთი, რომლებიც წვრთნებს შეუერთდებიან.

დეტალები: ვოსტოკი ოთხ წელიწადში ერთხელ, რუსეთის აღმოსავლეთ ნაწილში იმართება.

  • ბოლო წვრთნებში, რომელიც 2018 წელს გაიმართა, ჩინეთიდან და მონღოლეთიდან 300 000 ჯარისკაცი მონაწილეობდა.
  • პეკინმა განაცხადა, რომ სამხედრო წვრთნებში მონაწილეობა მიმდინარე საერთაშორისო და რეგიონულ სიტუაციას არ უკავშირდება.
  • რუსეთმა და ჩინეთმა ბოლოს ერთობლივი სამხედრო წვრთნები გასულ წელს ჩინეთში ჩაატარეს.

რას ამბობენ ექსპერტები: იმის გამო, რომ რუსეთის არმიის სამი მეოთხედი, სავარაუდოდ, უკრაინაში იბრძვის, ანალიტიკოსები განმარტავენ, რომ წვრთნები ძირითადად სამხედრო თეატრალური წარმოდგენა იქნება.

  • დამოუკიდებელმა რუსმა სამხედრო ანალიტიკოსმა, პაველ ლუზინმა განაცხადა, რომ ვოსტოკის სამხედრო წვრთნები ჩვეულებრივი მოვლენაა, მაგრამ დღეს მათ აზრი არ აქვს.
  • მისი თქმით, წვრთნებს იმისთვის ატარებენ, რომ აჩვენონ თითქოს ყველაფერი კარგადაა.

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება მსოფლიოში.