რუსული სახელმწიფო მედია TASS-ისა და სახელისუფლებო გამოცემა RIA-ს ინფორმაციით, საბჭოთა კავშირის პირველი პრეზიდენტი 91 წლის ასაკში მოკვდა.

დეტალები: მედიები ინფორმაციას ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოზე დაყრდნობით ავრცელებენ.

  • მათი ცნობით, ის "ხანგრძლივი ავადმყოფობის" შემდეგ გარდაიცვალა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: გორბაჩოვი სსრკ-ს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბოლო თავმჯდომარე იყო.

  • მისი მმართველობის დროს მოხდა 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედია. ასევე, გორბაჩოვის მმართველობის პერიოდს უკავშირდება ჩერნობილის ატომური კატასტროფა და საბჭოთა სისტემის რეფორმირება, რომელიც "პერესტროიკას" სახელით არის ცნობილი;
  • გარდა ამისა, მის პერიოდში ითქვა უარი კომუნისტურ იდეოლოგიაზე, როგორც სახელმწიფოს ერთადერთ იდეოლოგიაზე. მისი ლიდერობის დროს დასრულდა ცივი ომი, დაინგრა ბერლინის კედელი და დაიშალა საბჭოთა კავშირი.