ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

დეტალები: უწყების განცხადებით, ნაფეტვრების დასახლებასთან, წავკისის მიმდებარედ და თბილისი-წყნეთის დამაკავშირებელ გზასთან გაჩენილ ლოკაციებზე ცეცხლის გავრცელებას ძლიერი ქარი უწყობდა ხელს.

  • მათივე თქმით, საფრთხის მაღალი ხარისხის გამო, თავდაპირველად, ნაფეტვრების დასახლების მიმდებარედ არსებული კერის ლოკალიზება მოხდა.
  • პარალელურად კი, მიმდინარეობდა სამუშაოები წყნეთსა და წავკისთან, ლოკალიზება და შემდეგ — ლიკვიდაცია.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ბოლო კვირების განმავლობაში საქართველოში სხვადასხვა ადგილას ხანძარი გაჩნდა, მათ შორის, ყველაზე მასშტაბური ბორჯომში.

  • ბოლო ერთ კვირაში თბილისში უკვე მეორედ გაჩნდა ერთდროულად რამდენიმე ხანძრის კერა.
  • გარდა ამისა, 3 სექტემბერს ხანძარი იყო ყვარელსა და შილდის ტყეში.

საგანგებომ არაერთხელ მოუწოდა მოსახლეობას, გამოიჩინონ ყურადღება და ხანძრების პრევენციისთვის, ტყის ან ველის სიახლოვეს ცეცხლი არ დაანთონ.

  • ასევე, არ დაყარონ საყოფაცხოვრებო ნივთები, რამაც, შესაძლოა, ხანძრის გავრცელებას შეუწყოს ხელი.