ევროკომისიამ რუსეთთან EU-ს გამარტივებული სავიზო რეჟიმის შეწყვეტის ინიციატივა წარადგინა — რას გულისხმობს
ინიციატივა საგარეო საქმეთა მინისტრების 31 აგვისტოს შეთანხმებას მოჰყვა. ევროკომისიის განცხადებით, ქვეყანა, რომელიც უკრაინაში აგრესიულ ომს აწარმოებს, გამარტივებული ვიზის პირობებით არ უნდა სარგებლობდეს.
რატომ არის მნიშვნელოვანი: დიდი ხანია დაიწყო მსჯელობა, უნდა შეაჩეროს თუ არა EU-მ არსებული შეთანხმება.
- ინიციატივის დამტკიცების შემთხვევაში, რუსეთის მოქალაქეები ვეღარ ისარგებლებენ პრივილეგიებით და და ევროკავშირში შესასვლელად უფრო ხანგრძლივი, ძვირი და რთული პროცესის გავლა მოუწევთ.
დეტალები: გამარტივებული ვიზის შეთანხმების გაუქმებით რუსეთის მოქალაქეები შენგენის ზონაში მოკლევადიან ტურისტულ ვიზებზე განცხადების გაკეთებას ვეღარ შეძლებენ. ამის ნაცვლად, გამოყენებული იქნება სავიზო კოდექსის ზოგადი წესები, რაც გულისხმობს:
- ყველა აპლიკანტისთვის ვიზის საფასურის გაზრდას 35-დან 80 ევრომდე;
- საკონსულოებისთვის გადაწყვეტილების მიღების ვადის გაზრდას 10-დან 15 დღემდე, ხოლო თუ კი განცხადების შემდგომი შესწავლაც გახდება საჭირო, ვადა 45 დღემდე გაიზრდება;
- აპლიკანტებს აღარ ექნებათ მარტივი წვდომა იმ ვიზაზე, რომელიც მათ შენგენის ზონაში რამდენჯერმე შესვლის უფლებას აძლევს;
- აპლიკანტებს განაცხადის შეტანისას სხვადასხვა სახის დოკუმენტაციის წარდგენა მოუწევთ და ვეღარ ისარგებლებენ გამარტივებული ვიზის შეთანხმებით გათვალისწინებული შემცირებული დოკუმენტების პრივილეგიით.
ინიციატივის მიხედვით, შეზღუდვა არ გავრცელდება იმ განმცხადებლებზე, რომლებიც გადაუდებელი მიზეზით მიემგზავრებიან — მათ შორის, ევროკავშირის მოქალაქეების ოჯახის წევრებზე, ჟურნალისტებზე, პოლიტიკური დევნილებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებზე.
- ასევე, წინადადების თანახმად, ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა არ უნდა აღიარონ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებში გაცემული რუსული პასპორტები
შემდეგი ნაბიჯი: ახლა ჯერი ევროსაბჭოზეა. თუ ინიციატივა დამტკიცდება, ის ძალაში გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დღეს შევა, რუსეთი კი შეთანხმების გაუქმებაზე ინფორმაციას მის ძალაში შესვლამდე არაუგვიანეს 48 საათში გაიგებს.
- რაც შეეხება უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში გაცემული რუსული პასპორტების არაღიარებას, ინიციატივის დამტკიცების შემთხვევაში გადაწყვეტილება რუსეთს პირველივე დღეს ეცნობება.
კონტექსტი: ევროკავშირსა და რუსეთს შორის გამარტივებული ვიზის შეთანხმება ძალაში 2007 წელს შევიდა.
- ევროკავშირმა გამარტივებული ვიზის შეთანხმება რუსეთის ოფიციალური პირებისა და ბიზნესმენებისთვის ამ წლის 25 თებერვალს შეწყვიტა.
- ევროკომისიის წინადადების დამტკიცების შემთხვევაში სრულად გაუქმდება შეთანხმებას რუსეთის ყველა მოქალაქისთვის.
- აგვისტოს ბოლოს ევროკავშირის მინისტრებმა ორდღიანი შეხვედრების შემდეგ, მიაღწიეს კონსენსუსს, რომ სრულად შეაჩერონ რუსეთთან სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ შეთანხმება.
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები