აშშ-ის საელჩო პარლამენტს მოსმენების კანონის მიღების გამო აკრიტიკებს

ფოტო: BBC
აშშ-ის საელჩო საქართველოში გუშინ, 6 სექტემბერს პარლამენტის მიერ მოსმენების კანონის მიღებას ეხმაურება.
რატომ არის მნიშვნელოვანი: საელჩო მიუთითებს, რომ პარლამენტის გადაწყვეტილება, გამიზნულად მიეღო მოსმენების კანონი, რომელიც უზრდის მთავრობას მოქალაქეების გაკონტროლების შესაძლებლობას, არ არის თანხვედრაში ევროპულ სტანტარტებთან, ასევე, ეწინააღმდეგება ვენეციისა და დასავლელი პარტნიორების მკაფიო რეკომენდაციებს.
- "ეს კანონი საქართველოს აშორებს ევროპულ ინტეგრაციას, ნაცვლად მასთან დაახლოებისა", — წერს საელჩო.
დეტალები: ქართული ოცნების ინიციირებით 7 ივნისს პარლამენტმა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებები მიიღო, რომლის თანახმადაც გახანგრძლივდა ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებასთან დაკავშირებული ვადები და გაიზარდა ის დანაშაულები, რომლებზეც ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება იქნება დასაშვები.
- პრეზიდენტმა მოსმენების კანონს ვეტო 22 ივნისს დაადო და აღნიშნა, რომ ცვლილებებს არ ეთანხმებოდა. ისაუბრა, რომ ეს იყო უფრო პოლიტიკური ვეტო, ვიდრე სამართლებრივი და მაშინვე გამოთქვა მოლოდინი, რომ ვეტოს დაძლევდნენ.
- არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, საკანონმდებლო ცვლილებები არაერთი ხარვეზით ხასიათდება.
ვენეციის კომისიის მოსაზრებაში კი აღნიშნულია, რომ მოსმენების კანონპროექტი ნაჩქარევად მიიღეს და გადახედვას საჭიროებს.
- კომისიის რეკომენდაციაა, რომ უფრო გამჭვირვალე, ინკლუზიური და გონივრული საკანონმდებლო პროცესის მიზნით, მოხდეს დაინტერესებულ მხარეებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან კონსულტაციები.
- კომისიის მოსაზრებაში ნათქვამია, რომ კანონპროექტი მოითხოვს დასაბუთებას ისეთ საკითხზე, როგორიცაა, ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად დანაშაულების სიის გაფართოება.
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები