სამეფო ოჯახმა პრინცი ჩარლზი უკვე მოიხსენია მეფედ ელიზაბეთ II-ის გარდაცვალების შემდეგ.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ელიზაბეთ II დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დედოფალი მას შემდეგ გახდა, რაც 1952 წელს მამამისი, ჯორჯ VI გარდაიცვალა.

  • 2022 წლის 6 თებერვალს, 95 წლის ასაკში, ის გახდა პირველი ბრიტანელი მონარქი, რომელიც 70 წლის მანძილზე იკავებს ტახტს.

დეტალები: დიდი ბრიტანეთის ახალი მონარქი ცნობილი იქნება როგორც მეფე ჩარლზ III.

  • როგორც CNN წერს, ჩარლზი უკვე ასრულებდა მონარქის ზოგიერთ ვალდებულებას ამ წელს.

ჩარლზ III-მ უკვე გამოაქვეყნა პირველი განცხადება დედოფლის გარდაცვალებასთან დაკავშირებით.

  • მისი თქმით, გლოვობს დაფასებული მონარქისა და საყვარელი დედის გარდაცვალების გამო.
  • "ვიცი, მის დაკარგვას მთელს ქვეყანაში, სამეფოებსა და თანამეგობრობაში და მსოფლიოს გარშემო უამრავი ადამიანი მწვავედ იგრძნობს".

ახალი მემკვიდრე კი მეფე ჩარლზ III-ის უფროსი შვილი პრინცი უილიამია.

  • უილიამმა და მისმა მეუღლემ მიიღეს კორნუოლის ჰერცოგის და ჰერცოგინიას დამატებითი ტიტულები, რომლებიც ადრე ჩარლზსა და კამილას ეკუთვნოდათ, ისინი გახდნენ კორნუოლისა და კემბრიჯის ჰერცოგი და ჰერცოგინია.
  • CNN წერს, რომ ის უილიამი ავტომატურად არ ხდება უელსის პრინცი — ტიტული მეფემ უნდა უბოძოს მას.