ომის კვლევის ინსტიტუტი (ISW) ახალ ანგარიშს აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია, რომ ხარკოვის ოლქის ქალაქ იზიუმში უკრაინელებს წარმატება რუსულ საინფორმაციო სივრცეში ბზარებს აჩენს და რუსული არმიის მიმართ ნდობას ასუსტებს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: 29 აგვისტოს სამხრეთის მიმართულებით უკრაინა შეტევაზე გადავიდა. ამ დრომდე, უკრაინა ძირითადად სამხრეთით, ხერსონის ოლქის მიმართულებით უტევდა ოკუპანტებს, სადაც გარკვეული წინსვლაც აქვთ.

  • უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ფრონტის ხაზი ამჟამად 2,5 ათას კმ-ზეა გადაჭიმული, აქედან 1,3 ათას კილომეტრზე აქტიური საომარი მოქმედებები მიმდინარეობს.

დეტალები: ISW უკრაინის სამხედრო უწყებებზე დაყრდნობით წერს, რომ 8 სექტემბერს უკრაინული ძალები 50 კილომეტრით დაწინაურდნენ და იზიუმის ჩრდილოეთით რუსული თავდაცვით პოზიციებს მიუახლოვდნენ.

  • ხარკოვის ოლქში უკრაინის წინსვლის შესახებ რუსეთის თავდაცვის განცხადება არ გაუკეთებია;
  • ISW-ის თქმით, უწყებას ამ მოულოდნელ ოპერაციებზე კომენტარის გაკეთება უჭირს, რადგან მათი საინფორმაციო სტრატეგია შეჭრის მარტივ და უნაკლო ოპერაციად წარმოჩენას ეყრდნობა.

მოლოდინები: ომის კვლევის ინსტიტუტი აღნიშნავს, რომ 8 სექტემბერს უკრაინული ძალები ხარკოვის ოლქის კონტრშეტევის შედეგად კუპიანსკისკენ 20 კილომეტრით დაწინაურდნენ.

  • ISW-ის შეფასებით, უკრაინა, სავარაუდოდ, მომდევნო 72 საათში კუპიანსკისაც დაიკავებს, რაც იზიუმთან რუსულ სახმელეთო კომუნიკაციების ხაზებს მნიშვნელოვნად შეაფერხებს.