ნახეთ: პერსი ჯექსონის სერიალის ტრეილერმა ფანები აღაფრთოვანა
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება შერეულსისხლიანთა ბანაკში!
თინეიჯერული წიგნების გულშემატკივრებისთვის ამ შემოდგომაზე კიდევ ერთი სიახლეა — სულ მალე პერსი ჯექსონის რომანების მიხედვით გადაღებულ სერიალს ვიხილავთ. ბესტსელერი სერიის ავტორმა, რიკ რიორდანმა, ჯერ კიდევ წლის დასაწყისში გაგვიმხილა, რომ ბერძნულ მითოლოგიაზე დაფუძნებული ფენტეზი საგის მიხედვით Disney+ სერიალს იღებდა. ახლა კი, როგორც იქნა, შესაძლებლობა მოგვეცა, სერიალის პირველი ტრეილერი ვნახოთ და წინასწარი შეფასებებიც მოვამზადოთ.
არცთუ დიდი ხნის წინ გამოქვეყნებულ ტრეილერს იუთუბზე 3 მილიონამდე ნახვა აქვს. ეს გასაკვირი არცაა — გულშემატკივრები განსაკუთრებულად ელოდებიან, როგორ გაცოცხლდება მათი საყვარელი ისტორია სერიალად. საქმე ისაა, რომ საგის პირველი ორი წიგნი წინათ ფილმებადაც გადაიღეს, თუმცა, კომერციული წარმატების მიუხედავად, სერია არ გაგრძელებულა.
თუმცა, ტრეილერით თუ ვიმსჯელებთ, სერიალი, რომელსაც პერსი ჯექსონი და ოლიმპოელები ჰქვია, საიმედო ჩანს. მასში მთავარი პერსონაჟი საკუთარ თავს ზუსტად ისე გვაცნობს, როგორც სერიის პირველი წიგნის, მეხის ქურდის, დასაწყისში.
"შერეულსისხლიანობა სულაც არ მინდა. ეს ხომ სახიფათო და საშიშია — უმეტეს შემთხვევაში, ამის გამო მოკვდები კიდეც. თუ ფიქრობ, რომ ერთ-ერთი ჩვენგანი ხარ, სანამ დრო გაქვს, უკან გატრიალდი. დაიჯერე ის ტყუილი, რომელიც დედამ ან მამამ შენს დაბადებაზე გითხრა და ეცადე, ჩვეულებრივად იცხოვრო".
რამდენიმეწამიანმა ტრეილერმა, როგორც ჩანს, პერსი ჯექსონის გულშემატკივრებს აგრძნობინა, რომ სერიალი ორიგინალური ისტორიის ერთგული იქნება, ამიტომ, აღფრთოვანებული მკითხველების პოსტებმა ტვიტერი მოიცვა.
"არ მეგონა, რომ ამ დღეს მოვესწრებოდი", — წერს ერთ-ერთი მათგანი. სხვები კი ხუმრობენ, როგორ მოუწევთ მათზე ბევრად უმცროს ფანებთან ერთად საყვარელი ისტორიის ყურება.
ამ ყველაფრის მიზეზი ალბათ ისიცაა, რომ სერიალის ერთ-ერთი აღმასრულებელი პროდიუსერი და საპილოტე ეპიზოდის სცენარის თანაავტორი თვით რიკ რიორდანია. რაც შეეხება სამსახიობო გუნდს, მთავარ როლებს უოკერ სკობელი, ლეა სავა ჯეფრისი და არიან სიმჰადრი ასრულებენ.
ხუთი წიგნისგან შემდგარი პერსი ჯექსონის სერიის გამოცემა რიორდანმა 2005 წელს დაიწყო. საგის ბოლო ნაწილი 2009 წელს გამოვიდა, თუმცა, სერია უკვე 600 კვირაზე მეტია, რაც The New York Times-ის ბესტსელერების სიაში პოზიციებს არ თმობს. მსოფლიოში წიგნების 69 მილიონზე მეტი ეგზემპლარია გაყიდული. ხუთივე წიგნი თარგმნილია ქართულადაც.
-
გადახედვაროგორ შევასუსტოთ პოლარიზებული განწყობები — ფსიქოლოგები ტაქტიკებს გვთავაზობენ როგორ შევასუსტოთ პოლარიზებული განწყობები — ფსიქოლოგები ტაქტიკებს გვთავაზობენ
-
-
გადახედვამეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ მეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ
-
გადახედვა"ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი "ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი
-
-
გადახედვაშინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან
-
გადახედვა"გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა "გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა
-
გადახედვაროგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა როგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა
-
გადახედვაკასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს კასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს
-
გადახედვაშაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები შაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები
-
გადახედვაირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები ირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები
-
გადახედვაფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ ფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ
-
-
გადახედვაროთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს როთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს
-
გადახედვა"ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა "ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა
-
გადახედვაჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე ჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე
-
გადახედვაკულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება კულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება
-
გადახედვაჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა ჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა
-
გადახედვაღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება
-
-
გადახედვანეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო ნეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო
კომენტარები