გათავისუფლებული ტერიტორიების შესახებ ინფორმაციას უწყება Twitter-ზე აქვეყნებს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: 29 აგვისტოს უკრაინა კონტრშეტევაზე გადავიდა და ამ დროისთვის უკვე აქვს გარკვეული წარმატება, როგორც სამხრეთში ასევე აღმოსავლეთით.

  • ISW-ის ცნობით, 5 დღეში უკრაინამ იმაზე მეტი ტერიტორია გაათავისუფლა, ვიდრე რუსეთმა აპრილის შემდეგ დაიპყრო.

ოფიციალურად: თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სამხრეთში გაათავისუფლეს ხუთი დასახლებული პუნქტი.

  • უწყება საუბრობს, რომ დროებით ოკუპირებულ ხერსონშიც, ხარკოვის მსგავსად, რუსეთი "გადაჯგუფებებისთვის" ემზადება.
  • ცნობილი გახდა ისიც, რომ უკრაინამ სამხრეთით უკვე 500 კვადრატული კილომეტრის ტერიტორია დაიბრუნა.

გარდა ამისა უკრაინა წარმატებებს აღწევს აღმოსავლეთით. ომის კვლევის ინსტიტუტმა განაცხადა, რომ უკრაინამ ხარკოვის ოლქი თითქმის სრულად დაიბრუნა.

  • ლუგანსკის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი გაიდაიმ ისაუბრა, რომ დასახლებები გათავისუფლებულია ლუგანსკის რეგიონში.
  • ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეგ სინეგუბოვი კი ამბობს, რომ ხარკოვის რეგიონში, კონკრეტულ მონაკვეთებზე უკრაინელმა მებრძოლებმა რუსეთის საზღვარს მიაღწიეს.

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება მსოფლიოში.