ამის შესახებ ნინი გოგაშვილი ფეისბუქგვერდზე წერს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: დაკავების შემდეგ გოგაშვილმა სოციალურ ქსელში არაერთი წერილი გაავრცელა, რომლებშიც ეწერა ისიც, რომ თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში ბიძინა ივანიშვილისგან უკანონო დავალებებს იღებდა.

  • დღეს მან თქვა, რომ გომელაური FSB-ს აგენტებს ხვდებოდა, მათ შორის ოკუპანტ ქვეყანაში.

დეტალები: ნინი გოგაშვილი წერს, რომ მას და მისი ოჯახის წევრებს დაუკავშირდა გამომძიებელი ირაკლი ყაფლანიშვილი და მოახსენა ამის შესახებ, ასევე, დაიბარეს გენერალურ ინსპექციაში.

  • მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილი თავის მუქარას ოპერატიულად ასრულებს, რაც გომელაურმა გოგაშვილს ციხის საშხაპეში შეატყობინა.
  • "ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სოსო გოგაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია შეესაბამება რეალობას რაც იწვევს კეთილი ფილანთროპის განრისხებას", — წერს ის.