არსებული ინფორმაციით, აზერბაიჯანი სომხეთის პოზიციებს ბომბავს — რა ვიცით
ამ ეტაპზე უცნობია, რამ გამოიწვია დაძაბულობა. სომხური მედიები ამბობენ, რომ აზერბაიჯანი მათ ქალაქებს ბომბავს. აზერბაიჯანული წყაროები კი წერენ, რომ სომხეთმა "პროვოკაცია მოაწყო".
რატომ არის მნიშვნელოვანი: 2020 წლის 10 ნოემბერს, 40-დღიანი ომის შემდეგ, სომხეთმა, აზერბაიჯანმა და რუსეთმა სამშვიდობო შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რომლის მიხედვითაც სომხეთს აზერბაიჯანისთვის ტერიტორიების გადაცემა მოუწია, ხოლო ლაჩინში შეიქმნა დერეფანი, სადაც "რუსი სამშვიდობოები" განლაგდნენ.
- ამის შემდეგ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება არაერთხელ დაირღვა და სხვადასხვა მონაცემით, მეორე ომის დასრულების შემდეგ, რამდენიმე ასეული ადამიანი დაიღუპა.
- დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ დილით აზერბაიჯანულმა მხარემ ცეცხლი გაუხსნა მთიან ყარაბაღის ორ დასახლებას — კარმირ შუკასა და თაღავარდს.
- თავის მხრივ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალები რამდენიმე დღეა აზერბაიჯანის პოზიციების მიმართულებით ისვრიან, რასაც სომხეთის უარყოფს.
დეტალები: ადგილობრივი და საერთაშორისო მედიები, მათ შორის რადიო თავისუფლების სომხური ბიურო ავრცელებს სომხეთის თავდაცვის სამინისტროს მდივნის განცხადებას.
- "13 სექტემბერს, 00:05 საათზე, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა საარტილერიო საშუალებებიდან და მსხვილკალიბრიანი შაშხანებიდან ინტენსიურად სროლა დაიწყეს სომხეთის პოზიციებზე გორის, სოტკისა და ჯერმუკის მიმართულებით", — განაცხადეს უწყებაში.
- აზერბაიჯანული მედიები კი თავდაცვაზე დაყრდნობით წერენ, რომ ინფორმაცია, თითქოს სომხეთში სამოქალაქო ინფრასტრუქტურა დაიბომბა, სიმართლეს არ შეესაბამება.
- ვრცელდება ვიდეოებიც, რომლებიც ამ ტერიტორიებზე სროლებს ასახავს.
გარდა ამისა, რადიო თავისუფლების სომხური ბიურო წერს, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მყოფი რამდენიმე თემის, მათ შორის სიუნიკის, ვაიოც ძორისა და გეღარქუნიკის რეგიონის მცხოვრებლები სროლისა და დაბომბვის შესახებ იტყობინებიან.
- გამოცემას სოფელ ვერინ შორჟას გამგებელმა განუცხადა, რომ აზერბაიჯანის არმიამ "ინტენსიური ცეცხლი გახსნა".
- მათივე ინფორმაციით, ადგილობრივი მედია საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება ფართომასშტაბიანი შეტაკებები ლაჩინსა და ქელბაჯარის რაიონებში.
- აზერბაიჯანული ოფიციალური წყაროები საზღვრიდან ამ დრომდე ინფორმაციას არ ავრცელებენ.
იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება მსოფლიოში.
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
კომენტარები