სომხეთი დახმარებისთვის რუსეთს, CSTO-სა და გაეროს უშიშროების საბჭოს მიმართავს
ამის შესახებ ინფორმაციას OC Media-ს ავრცელებს.
რატომ არის მნიშვნელოვანი: 12 სექტემბერს დილით გავრცელდა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანულმა მხარემ ცეცხლი გაუხსნა მთიან ყარაბაღის ორ დასახლებას — კარმირ შუკასა და თაღავარდს.
- აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო კი ამტკიცებდა, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალები რამდენიმე დღეა აზერბაიჯანის პოზიციების მიმართულებით ისვრიან, რასაც სომხეთის უარყოფდა;
- საღამოს კი ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯანი სომხეთის 3 ქალაქს ინტენსიურად ბომბავს.
დეტალები: მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ქვეყნის უშიშროების საბჭო მოიწვია.
- სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ დახმარებისთვის კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას, რუსეთსა და გაეროს უშიშროების საბჭოს მიმართონ;
- რუსეთსა და სომხეთს ორმხრივი თავდაცვითი პაქტი აქვთ და CSTO-ს წევრები არიან.
აშშ სომხეთსა და აზერბაიჯანს საომარი მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს.
- სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში აღნიშნულია, რომ აშშ ღრმად შეშფოთებულია სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შეტაკებების ცნობების შესახებ.
აზერბაიჯანი სომხეთის მხრიდან პროვოკაციაზე და დეზინფორმაციაზე საუბრობს, დაბომბვაზე გავრცელებულ ინფორმაციას კი აბსურდს უწოდებს.
- თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სომხეთის შეიარაღებული ძალების დივერსიულმა ჯგუფებმა სიბნელეში, მთიანი რელიეფისა და ხეობების გამოყენებით, დანაღმეს ტერიტორიები აზერბაიჯანის პოზიციებსა და მომარაგების გზებს შორის.
- "ჩვენი ქვედანაყოფების მიერ ამ ქმედებების აღსაკვეთად გადაუდებელი ზომების შედეგად, მოხდა სამხედრო შეტაკება", — განაცხადეს სამინისტროში და დასძინეს, რომ სომხურ მხარეს პერსონალის დანაკარგები აქვს და სამხედრო ინფრასტრუქტურაც დაზიანდა.
- გარდა ამისა, ბაქო უარყოფს ინფორმაციას მათი თვითმფრინავის ჩამოგდების შესახებ.
სომხეთი კი აცხადებს, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა საარტილერიო საშუალებებიდან და მსხვილკალიბრიანი შაშხანებიდან ინტენსიური სროლა დაიწყეს სომხეთის პოზიციებზე გორის, სოტკისა და ჯერმუკის მიმართულებით.
- გარდა ამისა, რადიო თავისუფლების სომხური ბიურო წერს, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მყოფი რამდენიმე თემის, მათ შორის სიუნიქის, ვაიოც ძორისა და გეღარქუნიკის რეგიონის მცხოვრებლები სროლისა და დაბომბვის შესახებ იტყობინებიან.
- გამოცემას სოფელ ვერინ შორჟას გამგებელმა განუცხადა, რომ აზერბაიჯანის არმიამ "ინტენსიური ცეცხლი გახსნა".
-
გადახედვარა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად რა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად
-
გადახედვაპრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს პრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს
-
გადახედვაგურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ გურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ
-
გადახედვაქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა ქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
კომენტარები