რუსეთი იმუქრება, რომ თბილისი-NATO-ს თანამშრომლობის განვითარებას "სერიოზულად გაითვალისწინებენ"
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამბობს, რომ Noble Partner 2-ის მიმდინარეობას აკვირდებოდნენ. ამის შესახებ პროსახელისუფლებო მედია რიასთან საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ის ქვეყნების მე-4 დეპარტამენტის დირექტორმა, დენის გონჩარმა ისაუბრა.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც რუსეთი NATO-ში გაწევრიანების საკითხს მუქარისთვის იყენებს.
- ჯერ კიდევ 2008 წელს რუსეთის საგარეო საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა თქვა, რომ რუსეთი ყველაფერს გააკეთებდა, რათა უკრაინისა და საქართველოს NATO-ში გაწევრიანება არ დაეშვა.
- უკრაინაში შეჭრამდე და მის შემდეგაც კი რუსეთი იმ ნარატივის გავრცელებას ცდილობს, თითქოს, ომის დაწყება ალიანსის გაფართოებამ და უკრაინის აგრესიულმა რიტორიკამაც აიძულა.
- ომის დაწყებამდე ერთი თვით ადრეც, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ამბობდა, რომ მოსკოვს სჭირდება "რკინა-ბეტონის გარანტიები", რომ საქართველო და უკრაინა არასდროს გახდებიან ნატოს წევრები.
- ოკუპანტ ქვეყანას არაერთხელ უთქვამს ისიც, რომ საქართველოსა და უკრაინაში NATO-ს ინფრასტრუქტურის განთავსებას არ დაუშვებენ.
დეტალები: გონჩარი უკმაყოფილებას გამოხატა იმის გამო, რომ მისი თქმით, მრავალეროვნული სწავლებების ფარგლებში მუშავდებოდა ალიანსის მძიმე ტექნიკის ევროპიდან საქართველოში გადატანა.
- მოსკოვი მიიჩნევს, რომ საქართველოს ნატოში "ჩათრევის" მცდელობა, ქვეყნის დასავლური იარაღით მომარაგება და სამხედრო წვრთნების ჩატარება, როგორც მათი ინტერესებისთვის, ასევე, მთლიანად სამხრეთ კავკასიის სტაბილურობისა და უსაფრთხოებისთვისაა სერიოზული საფრთხე.
გონჩარი ემუქრება საქართველოს დასავლელ პარტნიორებსაც. კერძოდ, ამბობს, რომ ქვეყნისთვის "არსებითი დახმარების" მომხრეები საკუთარ პასუხისმგებლობის ზომას უნდა აცნობიერებდნენ.
- "ხვდებოდნენ, რომ თბილისსა და NATO-ს შორის თანამშრომლობის განვითარების პრინციპულ მომენტებს ყველაზე სერიოზული სახით გავითვალისწინებთ".
ღირსეულ პარტნიორს საქართველომ წელს მეექვსედ უმასპინძლა. წვრთნებს საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობა და ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის სარდლობა ხელმძღვანელობდა.
- მრავალეროვნულ სწავლებაში 2400-ზე მეტი სამხედრო იყო ჩართული, მათ შორის, აშშ-დან, ბულგარეთიდან, რუმინეთიდან, მოლდოვიდან, საბერძნეთიდან და ა.შ.
არქივიდან: ალიანსის გაფართოებაზე პუტინის შიშს ხაზს უსვამს ისიც, რომ ოკუპანტი ქვეყანა კვლავ აგრძელებს პატარა სახელმწიფოების წინააღმდეგ მუქარას და მათთვის NATO-ში გაწევრიანების გზების ჩაკეტვას მცდელობებს.
- მაგალითად, კრემლი ალიანსში გაწევრებაზე სკანდინავიური ქვეყნების სურვილსაც მუქარით გამოეხმაურა.
- გარდა ამისა, კრემლი ომის დასრულების წინაპირობაზე საუბრის დროსაც NATO-ს გაფართოების საკითხს ახსენებს.
- კერძოდ, რუსეთის წარმომადგენელი აპრილში ამბობდა, რომ სპეციალური სამხედრო ოპერაცია" დასრულდება მაშინ, როდესაც "NATO-სგან მომავალი საფრთხე აღიკვეთება", რომელიც უკრაინიდან მოდის.
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
-
გადახედვამოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს მოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს
-
-
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა დააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა
-
-
-
გადახედვასაქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI საქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI
-
გადახედვააფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს აფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს
-
გადახედვაარსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს არსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს
-
გადახედვაორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში ორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
კომენტარები