კორონავირუსის დასასრული ახლოსაა — რა გავიგეთ WHO-ს ბრიფინგზე
ამის შესახებ ჟენევაში გამართულ ბრიფინგზე WHO-ს გენერალურმა დირექტორმა, ტედროს გებრეისუსმა განაცხადა.
რატომ არის მნიშვნელოვანი: კორონავირუსი 2020 წლის იანვარში გავრცელდა, მარტში კი გლობალურ პანდემიად გამოცხადდა.
- ამ 2 წლის განმავლობაში ვირუსმა იმსხვერპლა მილიონობით ადამიანის სიცოცხლე და რადიკალურად შეცვალა მსოფლიოში ჩვეული ცხოვრების სტილი.
- მიუხედავად იმისა, რომ მძიმე შეზღუდვების უმეტესობა ქვეყნებში მოხსნილია, წინა პერიოდმა დიდი დარტყმა მიაყენა გლობალურ ეკონომიკას.
-
გებრეისუსმა განაცხადა, რომ მსოფლიო არასდროს ყოფილა ამაზე უკეთეს მდგომარეობაში COVID-19-ის შესაჩერებლად და უკვე მისი დასასრული ჩანს.
დეტალები: გასულ კვირას მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი ყველაზე დაბალი იყო 2020 წლის მარტის შემდეგ — სწორედ ეს შეიძლება იყოს გარდამტეხი მაჩვენებელი ვირუსთან ბრძოლაში.
- WHO-ს უახლესი განახლების თანახმად, ყოველკვირეული შემთხვევების რაოდენობა ყველა რეგიონში ეცემა და წინა კვირასთან შედარებით 28%-ით ნაკლებია.
- გარდა ამისა, გაეროს ჯანდაცვის სააგენტოს განცხადებით, ვირუსით სიკვდილიანობა გასულ კვირაში 22%-ით შემცირდა.
მიუხედავად ამისა, ჯანმო ისევ გვაფრთხილებს, რომ კორონავირუსი კვლავ წარმოადგენს "მწვავე გლობალურ საგანგებო მდგომარეობას" და მნიშვნელოვანია სიმშვიდე, ტესტირება, მეთვალყურეობა.
- WHO-ს ტექნიკურმა ლიდერმა თქვა, რომ ორგანიზაცია ელოდება დაავადების მომავალ ტალღებს, მაგრამ იმედოვნებს, რომ ეს არ გამოიწვევს ბევრ სიკვდილს.
- "ჩვენ ვხედავთ ფინიშის ხაზს, ჩვენ გამარჯვებულ პოზიციაში ვართ. ახლა ყველაზე ცუდი დროა სირბილის შესაჩერებლად. ახლა არის დრო, რომ უფრო ძლიერად ვირბინოთ და დავრწმუნდეთ, რომ გადავლახავთ ზღვარს და მივიღებთ ჩვენი შრომის ყველა ჯილდოს", — განაცხადა გებრეისუსმა.
WHO-ს განცხადებით, ამ ეტაპზე ომიკრონის ქვევარიანტი BA.5 დომინირებს და მოიცავს ვირუსის ნიმუშების თითქმის 90%-ს. მათივე განმარტებით, ახალმა ვარიანტებმა შესაძლოა უკან დახიონ პროგრესი, რომელსაც ვირუსთან ბრძოლაში მიაღწიეს.
- ამიტომ, ჯანმომ გამოსცა ახალი სახელმძღვანელო წესები ქვეყნებისთვის, რათა გააძლიერონ თავიანთი ძალისხმევა კორონავირუსის წინააღმდეგ ზამთრის წინ, როცა მოსალოდნელია შემთხვევების მატება.
- დოკუმენტები მოიცავს ინსტრუქციას ტესტირების, ვაქცინაციის, დაავადების მართვის საუკეთესო პრაქტიკის, ჯანმრთელობის დაწესებულებებში ინფექციის კონტროლის ზომების დაცვაზე, დეზინფორმაციის გავრცელების პრევენციასა და საზოგადოების ჩართულობაზე.
- "თუ ჩვენ არ გამოვიყენებთ ამ შესაძლებლობას ახლა, ჩვენ გვემუქრება მეტი ვარიანტი, მეტი სიკვდილი, მეტი შეფერხება და მეტი გაურკვევლობა", — თქვა ტედროსმა.
საქართველოში კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე ინფიცირების 1 655 221 შემთხვევაა აღწერილი. მათ შორის გამოჯანმრთელდა 1 637 293 და გარდაიცვალა 16 811.
- დადებითობის მაჩვენებელი დღიურად 1,1% არის, ბოლო 14 დღის — 0,99%, ბოლო 7 დღის კი — 0,84%.
- ქვეყანაში აღარ მოქმედებს კოვიდის გამო დაწესებული შეზღუდვები და შეჩერებულია ვაქცინაციის წამახალისებელი კამპანიაც.
-
გადახედვაჰიპ-ჰოპ არტისტები რუსული კანონის საპროტესტო აქციების მხარდასაჭერ კონცერტს გამართავენ ჰიპ-ჰოპ არტისტები რუსული კანონის საპროტესტო აქციების მხარდასაჭერ კონცერტს გამართავენ
-
-
გადახედვა15 აპრილიდან 9 მაისის ჩათვლით, 134 დაკავებული პირის შესახებ შემოვიდა შეტყობინება — საია 15 აპრილიდან 9 მაისის ჩათვლით, 134 დაკავებული პირის შესახებ შემოვიდა შეტყობინება — საია
-
გადახედვასერიალ Baby Reindeer-ის რეალური სტალკერი ნეტფლიქსისთვის ჩივილს აპირებს სერიალ Baby Reindeer-ის რეალური სტალკერი ნეტფლიქსისთვის ჩივილს აპირებს
-
გადახედვაუჩა აბაშიძე პოლიციელების მხრიდან ფსიქოლოგიურ ზეწოლასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაზე საუბრობს — სახალხო დამცველის აპარატი უჩა აბაშიძე პოლიციელების მხრიდან ფსიქოლოგიურ ზეწოლასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაზე საუბრობს — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაბეჭდების მბრძანებლის ახალი ფილმების მთავარი გმირი გოლუმი იქნება ბეჭდების მბრძანებლის ახალი ფილმების მთავარი გმირი გოლუმი იქნება
-
გადახედვა"ახალგაზრდების და ბერბიჭაშვილის შორის ტოლობის ნიშნის დასმა ნებისმიერ ადამიანისთვის სირცხვილი იქნებოდა" — ზურაბიშვილი "ახალგაზრდების და ბერბიჭაშვილის შორის ტოლობის ნიშნის დასმა ნებისმიერ ადამიანისთვის სირცხვილი იქნებოდა" — ზურაბიშვილი
-
გადახედვადემონსტრანტებისთვის ზიანის შემცირების მიზნით, თბილისის დინამოს გულშემატკივართა გაერთიანება მოძრაობას აფუძნებს დემონსტრანტებისთვის ზიანის შემცირების მიზნით, თბილისის დინამოს გულშემატკივართა გაერთიანება მოძრაობას აფუძნებს
-
გადახედვაირაკლი კობახიძე: მაღალი ინტელექტის მქონე ამომრჩეველში, ოცნების მხარდაჭერა 73,8% იყო, ხოლო საშუალო ინტელექტის მქონე ამომრჩეველში — მხოლოდ 45,6% ირაკლი კობახიძე: მაღალი ინტელექტის მქონე ამომრჩეველში, ოცნების მხარდაჭერა 73,8% იყო, ხოლო საშუალო ინტელექტის მქონე ამომრჩეველში — მხოლოდ 45,6%
-
გადახედვამშვენიერაძე: Airsoft ვისაც უთამაშია, ხომ ყველა ხვდება რა არის ფოტოზე? სათამაშო იარაღები, რომლებიც პატარა პლასტმასის ბურთებს ისვრის მშვენიერაძე: Airsoft ვისაც უთამაშია, ხომ ყველა ხვდება რა არის ფოტოზე? სათამაშო იარაღები, რომლებიც პატარა პლასტმასის ბურთებს ისვრის
-
გადახედვაუჩა აბაშიძის სახლში ამოღებული იარაღი, ძირითადად, სათამაშოა, ტყვიები კი პლასტმასის — ლია თოდუა უჩა აბაშიძის სახლში ამოღებული იარაღი, ძირითადად, სათამაშოა, ტყვიები კი პლასტმასის — ლია თოდუა
-
გადახედვაყველას ვაფრთხილებ, ცეცხლს ეთამაშებიან, ძალიან ფრთხილად იყვნენ — კალაძე ყველას ვაფრთხილებ, ცეცხლს ეთამაშებიან, ძალიან ფრთხილად იყვნენ — კალაძე
-
გადახედვაათონელის ქუჩაზე, ევროპის დღის აღსანიშნავი კონცერტი, ჭავჭავაძის გამზირზე განვითარებული პროცესების გამო შეწყდა — პრეზიდენტის ადმინისტრაცია ათონელის ქუჩაზე, ევროპის დღის აღსანიშნავი კონცერტი, ჭავჭავაძის გამზირზე განვითარებული პროცესების გამო შეწყდა — პრეზიდენტის ადმინისტრაცია
-
გადახედვასახალხო დამცველის აპარატის განცხადება ბლოგერ და ჟურნალისტ უჩა აბაშიძის დაკავებასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის აპარატის განცხადება ბლოგერ და ჟურნალისტ უჩა აბაშიძის დაკავებასთან დაკავშირებით
-
გადახედვანოდარ მელაძე — ტელეკომპანია პირველთან არის ჩასაფრება, გარე ტერიტორიაზე დგას 2 ჯიპი, ნიღბიანი ადამიანებით ნოდარ მელაძე — ტელეკომპანია პირველთან არის ჩასაფრება, გარე ტერიტორიაზე დგას 2 ჯიპი, ნიღბიანი ადამიანებით
-
გადახედვაიმედი წამყვანებმა დატოვეს — რა ვიცით იმედი წამყვანებმა დატოვეს — რა ვიცით
-
გადახედვაჭავჭავაძეზე დაკავებულებიდან ერთ-ერთი "შენი დილის" თანაწამყვანი, ლევან აბდუშელიშვილია ჭავჭავაძეზე დაკავებულებიდან ერთ-ერთი "შენი დილის" თანაწამყვანი, ლევან აბდუშელიშვილია
-
გადახედვაპოლიციამ თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მოქალაქეები დააკავა პოლიციამ თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მოქალაქეები დააკავა
-
გადახედვაბორის ჩელე ყურუა: მცემეს, მეც ვურტყი, მაგრამ ყველას რაღაცა ეჭირა და მომერივნენ ბორის ჩელე ყურუა: მცემეს, მეც ვურტყი, მაგრამ ყველას რაღაცა ეჭირა და მომერივნენ
-
გადახედვაზურაბ ჯაფარიძე: ჩელეს დახვდნენ სახლთან და ფიზიკურად გაუსწორდნენ ზურაბ ჯაფარიძე: ჩელეს დახვდნენ სახლთან და ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
კომენტარები