განცხადებას ამის შესახებ BMG ავრცელებს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: 12 სექტემბერს BMG-ის ჟურნალისტი თელარა გელანდია მთავრობის სხდომაზე არ შეუშვეს.

  • როგორც ჟურნალისტი თელარა გელანდია აღნიშნავდა, პრესსამსახურის თანამშრომელმა, ნინო ცხადაძემ განუმარტა, რომ "ის წესებს არღვევს, ბევრ კითხვას სვამს და სხვა კოლეგებს აწუხებს".

BMG-ის განცხადებით, მთავრობის ადმინისტრაციას უარი არ უთქვამს ოპერატორის შეშვებაზე და როგორც მათ განემარტათ, აკრძალვა მიემართება მხოლოდ პერსონალურად თელარა გელანტიას და არა ზოგადად ტელევიზიას.

  • ჟურნალისტი მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება უკანონო და დისკრიმინაციულია და იგი წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლით დაცულ, თანასწორობის ძირითად უფლებასთან და დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ საქართველოს კანონთან.
  • აღნიშნულია ისიც, რომ 12 სექტემბერსვე, დღის მეორე ნახევარში მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის თანამშრომელმა BMGTV-ის დირექტორ თამრიკო ქემერტელიძეს განუცხადა, რომ ჟურნალისტ თელარა გელანტიას მთავრობის მომდევნო სხდომის გაშუქების უფლება მიეცემა.

აქრივიდან: ჟურნალისტური ეთიკის საბჭო მომხდარს მაშინვე გამოეხმაურა და თქვა, რომ საჯარო უწყების მხრიდან მსგავსი ქმედება დაუშვებელია და ამძიმებს ჟურნალისტების მიმართ არსებულ მტრულ გარემოს.

  • ქარტია მთავრობას მოუწოდა, არ ჩააყენონ დისკრიმინაციულ მდგომარეობაში კრიტიკული მედიის წარმომადგენლები და შეუქმნან სათანადო სამუშაო პირობები.