გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე მხარი დაუჭირეს კანონპროექტს, რომელიც მედიაზე დამატებით რეგულაციებს აწესებს
საუბარია ქართული ოცნების დეპუტატის მიერ მაუწყებლობის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე. გაერთიანებული კომიტეტის სხდომას, სადაც კანონპროექტს განიხილავდნენ NGO-ებისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
რატომ არის მნიშვნელოვანი: კანონპროექტის მიღებას აკრიტიკებენ როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე, მედიისა და ოპოზიციის ნაწილი.
- კრიტიკული მედიების მიმართ ხელისუფლების რიტორიკის გათვალისწინებით, დაგეგმილი ცვლილებები ტოვებს განცდას, რომ ეს, შესაძლოა, მედიის შეზღუდვის მორიგი მცდელობა იყოს.
დეტალები: შესატანი ცვლილები თვითრეგულირების საკითხების რეგულირების სფეროში გადატანას გულისხმობს.
- ინიციატორები დავით სონღულაშვილი, ეკა სეფაშვილი, ბეჟან წაქაძე, ისკო დანესი, ბექა ოდიშარია, ლევან მგალობლიშვილი, გიორგი ამილახვარი, გელა სამხარაული, ბაია კვიციანი, ირაკლი მეზურნიშვილი და ქეთევან დუმბაძე არიან.
პასუხის უფლება: კანონპროექტში სწორედ ასეთი ცნება გაჩნდა, მისი გამოყენება კი შეუძლია პირს, "რომლის კანონიერი ინტერესები, განსაკუთრებით რეპუტაცია და სახელი შეილახა გადაცემაში არასწორი ფაქტების გადაცემით".
- ინიციატორების თანახმად, დაინტერესებული პირი უფლებამოსილია "მოსთხოვოს შესაბამის მაუწყებელს მცდარი ფაქტის თანაზომადი საშუალებებითა და ფორმით შესწორება ან უარყოფა".
- ამასთან, უარის შემთხვევაში, გაასაჩივროს კომისიაში ან სასამართლოში.
ავტორები ცვლილებების აუცილებლობას აიდიოვიზუალური მედიამომსახურების ევროდირექტივასთან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობაში მოყვანით ხსნიან.
- მათ დაეთანხმა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი და ამტკიცებდა, რომ კანონის მიღება ევროკავშირთან დაახლოებითაა განპირობებული.
- მისი თქმით, ევროკომისიამ წერილით მათ რამდენჯერმე მიმართა, რათა საქართველოში ამ დირექტივის იმპლემენტაცია მომხდარიყო.
- ამავდროულად პაპუაშვილმა "სრული პასუხისმგებლობით" განაცხადა, რომ კანონპროექტის ეს ვერსია შესაბამისობაშია ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკასთან.
- რაც შეეხება გაჩენილ კითხვებს, მან თქვა, რომ ეს ყველაფერი ღია ფორმატში იქნება განხილული.
კიდევ რა იცვლება: ცვლილებები, ასევე, ისეთი პროგრამის ან რეკლამის გავრცელებას კრძალავს, "რომელიც შეიცავს პირის ან ჯგუფის მიმართ შეზღუდული შესაძლებლობების, ეთნიკური, სოციალური წარმომავლობის, გენდერის, სქესის, გენდერული მიკუთვნების;
- ასევე, რასის, რელიგიის ან რწმენის, სექსუალური ორიენტაციის, კანის ფერის, გენეტიკური მახასიათებლების, ენის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების ეროვნული უმცირესობის წევრობის, ქონების, დაბადების ან ასაკის ნიშნით ძალადობის ან ზიზღის წაქეზებას".
- გარდა ამისა, იკრძალება ისეთი პროგრამის ან რეკლამის გავრცელება, რომელიც ტერორიზმისკენ მოწოდებას შეიცავს.
მედიის ადვოკატირების კოალიციის შეფასებით, ცვლილებები გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის რისკებს ქმნის და მიიჩნევენ, რომ პარლამენტმა კანონპროექტი შინაარსობრივ რეგულირებასთან დაკავშირებული საკითხების გარეშე უნდა მიიღოს.
- "აღნიშნულ საკითხებზე შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც იმსჯელებს ისეთ ეფექტიან მექანიზმებზე, რომლებიც საფრთხეს არ შეუქმნის გამოხატვის თავისუფლებას".
- პრობლემურად მიიჩნევენ პასუხის სიძულვილის ენის და ტერორიზმის მოწოდების პროგრამისა და რეკლამის რეგულირებასაც და აცხადებენ, რომ ეს საკითხიც შინაარსობრივი თვითრეგულირებაში შემავალი საკითხების რეგულირებაში გადატანას ეხება.
- 16 სექტემბერს მათ პარლამენტს მოუწოდეს, დაიცვან ევროკავშირის მიერ მიცემული რეკომენდაციები და პროცესი ინკლუზიური გახადონ.
ლელოს წევრის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, ქართული ოცნების პოლიტიკური სურვილია, რომ მორიგ ჯერზე იერიში მიიტანონ მედიის თავისუფლებაზე.
- რაც არის ძალიან ცუდი და დამაზიანებელი, არის ის, რომ სწორედ ევროდირექტივის შესრულების საფარქვეშ სურთ მათ, რომ ეს დამაზიანებელი ცვლილებები მიიღონ".
არქივიდან: წარსულში მაუწყებლის შესახებ კანონში შესატან იმჟამინდელ ცვლილებებსა და თვითრეგულირების საკითხების სახელმწიფოს რეგულირების სფეროში გადატანას მედიის ადვოკატირების კოალიციის კრიტიკა მოჰყვა.
- საუბარი იყო კომუნიკაციის კომისიის შეთავაზებულ ცვლილებებზე, რომლის მიხედვითაც შესაძლებელი ხდებოდა მედიის თვითრეგულირების ორგანოს გადაწყვეტილება კომუნიკაციების კომისიაში ან სასამართლოში გასაჩივრებულიყო.
- კოალიცია აცხადებდა, რომ ეს გამოხატვის თავისუფლების თვითნებური, დაუსაბუთებელი შეზღუდვის რისკებს ზრდიდა.
- ნათქვამი იყო, რომ კანონპროექტი 2010/13/EU დირექტივის მოთხოვნებს ამოფარებული მცდელობაა.
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვარატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე. რატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე.
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
კომენტარები