ამის შესახებ ინფორმაციას რუსული პროპაგანდისტული მედია ტელეგრამ არხზე ავრცელებს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ომის შემსწავლელმა ინსტიტუტმა ბოლო ანგარიშში განაცხადა, რომ უკრაინის კონტრშეტევა კრემლს პანიკაში აგდებს.

  • მათი თქმით, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების მარიონეტული ორგანოები მათ ხელმძღვანელობას მოუწოდებენ, რომ რეგიონებში სასწრაფოდ ჩაატარონ ე.წ. რეფერენდუმები.

დეტალები: მედიის ცნობით, ხერსონის რეგიონის ე.წ. სახალხო საბჭომ 20 სექტემბერს რეგიონის მარიონეტული ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, ვლადიმერ სალდოს ამ მოთხოვნით მიმართა.

  • სალდოს ე.წ. რეფერენდუმის ჩატარების კონკრეტული თარიღი არ დაუსახელებია, თუმცა ტელეგრამ არხზე განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება მიღებულია;
  • ის ამტკიცებს, რომ რუსეთთან შეერთებით ხერსონის რეგიონს "ახალ შესაძლებლობებს" გაუხსნის.

არქივიდან: 11 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ კრემლმა უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. რეფერენდუმები გადადო.

  • ამის მიზეზად Meduza-ს წყაროებმა უკრაინის წარმატებული კონტრშეტევა დაასახელეს;
  • თავდაპირველად, რუსეთი რეფერენდუმების ჩატარებას ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკებში, ასევე, ზაპოროჟიეში, ხარკოვსა და ხერსონში აპირებდა.