ამის შესახებ ინფორმაცია რუსული პროპაგანდისტული მედია ავრცელებს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ომის შემსწავლელმა ინსტიტუტმა ბოლო ანგარიშში განაცხადა, რომ უკრაინის კონტრშეტევა კრემლს პანიკაში აგდებს.

  • მათი თქმით, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების მარიონეტული ორგანოები მათ ხელმძღვანელობას მოუწოდებენ, რომ რეგიონებში სასწრაფოდ ჩაატარონ ე.წ. რეფერენდუმები.

დეტალები: მედიის ცნობით, რუსეთთან შეერთების ე.წ. რეფერენდუმები 23-27 სექტემბერს გაიმართება.

  • ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკის სახალხო საბჭომ უკვე მიიღეო რეზოლუცია, რომელიც "რეფერენდუმის" ჩატარების თარიღს ადგენს;
  • მანამდე ცნობილი გახდა, რომ ე.წ. რეფერენდუმი ხერსონის რეგიონშიც იგეგმება, თუმცა თარიღი უცნობია.

არქივიდან: 11 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ კრემლმა უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. რეფერენდუმები გადადო.

  • ამის მიზეზად Meduza-ს წყაროებმა უკრაინის წარმატებული კონტრშეტევა დაასახელეს;
  • თავდაპირველად, რუსეთი რეფერენდუმების ჩატარებას ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკებში, ასევე, ზაპოროჟიეში, ხარკოვსა და ხერსონში აპირებდა.