პუტინმა რუსეთში "ნაწილობრივი მობილიზაცია" გამოაცხადა
ამის შესახებ მან ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომელიც გუშინ იყო დაგეგმილი, მაგრამ დღეისთვის გადაიდო.
რატომ არის მნიშვნელოვანი: აქამდე რუსეთი უარყოფდა და ცდილობდა დაემალა, რომ უკრაინაში ფრონტის ხაზზე პრობლემები ჰქონდა და პერსონალის დიდი დანაკლისი განიცადა.
- პუტინი და კრემლის პირველი პირები თვეების განმავლობაში იმეორებდნენ, რომ მობილიზაციის აუცილებლობა არ არსებობდა.
- ამ გადაწყვეტილებით კი გამოჩნდა, რომ რუსეთი არსებული რესურსებით უკრაინულ ძალებს ვერ უმკლავდება.
პუტინმა ამ გადაწყვეტილების გამართლება პროპაგანდისტული ნარატივით სცადა და განაცხადა, თითქოს რუსული ჯარები არამხოლოდ "ნეონაცისტურ ჯგუფებს", არამედ "კოლექტიურ დასავლეთს" ებრძვიან.
- მისივე მტკიცებით, მობილიზაციის გამოცხადება სრულად ადეკვატურია "არსებული საფრთხეებიდან" გამომდინარე და საჭიროა "სამშობლოს, სუვერენიტეტისა და ერთიანობის დასაცავად"
- მისივე თქმით, ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში გაწვევას მხოლოდ რეზერვისტები ექვემდებარებიან, პირველ რიგში გამოცდილების მქონე პირები.
- მან უკვე მოაწერა ხელი შესაბამის განკარგულებას და სამობილიზაციო ღონისძიებები დღეს დაიწყება.
შოიგუმ დაამატა, რომ მობილიზაციის ფარგლებში ჯარში 300 000 რეზერვისტს გაიწვევენ.
- ამასთანავე რუსეთის თავდაცვის მინისტრმა დიდი ხნის შემდეგ პირველად ომის დანაკარგები დაასახელა — მისი თქმით, "სპეცოპერაციისას" მხოლოდ 5 937 ადამიანი დაკარგეს.
- ეს რიცხვები რადიკალურად განსხვავდება იმისგან, რასაც უკრაინის შეიარაღებული ძალები ავრცელებს — მათი განცხადებით, ლიკვიდირებულია 55 110 რუსი ჯარისკაცი.
გარდა ამისა, პუტინმა ისაუბრა "რეფერენდუმებზე", რომელიც მათ მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზეა დაგეგმილი.
- "დონბასის სახალხო რესპუბლიკების პარლამენტებმა, ასევე ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციებმა გადაწყვიტეს ამ ტერიტორიების მომავლის შესახებ რეფერენდუმის ჩატარება და გვთხოვეს ასეთი ნაბიჯის მხარდაჭერა. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ რეფერენდუმის ჩატარებისთვის უსაფრთხო პირობები იყოს უზრუნველყოფილი", — განაცხადა მან.
-
შეგახსენებთ, რომ "რეფერენდუმი" უკვე რამდენჯერმე გადაიდო, მაშინ ოფიციალური მიზეზი არ იყო ცნობილი, თუმცა Meduza-ს წყაროებმა უკრაინის წარმატებული კონტრშეტევა დაუსახელეს.
- ომის შემსწავლელმა ინსტიტუტმა ბოლო ანგარიშში განაცხადა, რომ უკრაინის კონტრშეტევა კრემლს პანიკაში აგდებს — მათი თქმით, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების მარიონეტული ორგანოები მათ ხელმძღვანელობას მოუწოდებენ, რომ რეგიონებში სასწრაფოდ ჩაატარონ ე.წ. რეფერენდუმები.
-
გადახედვავაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ? ვაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ?
-
გადახედვა5-თვიანი სიჩუმის შემდეგ Voyager 1-სგან მონაცემები მივიღეთ 5-თვიანი სიჩუმის შემდეგ Voyager 1-სგან მონაცემები მივიღეთ
-
გადახედვადღეს მე ვარ ძლიერი ქალი, რომელიც მომავალს პოზიტიურად უყურებს — სელინ დიონი დღეს მე ვარ ძლიერი ქალი, რომელიც მომავალს პოზიტიურად უყურებს — სელინ დიონი
-
გადახედვააზერბაიჯანის ხელისუფლების ცნობილ კრიტიკოსს, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, პატიმრობა შინაპატიმრობით შეუცვალეს აზერბაიჯანის ხელისუფლების ცნობილ კრიტიკოსს, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, პატიმრობა შინაპატიმრობით შეუცვალეს
-
გადახედვადააპატიმრეს ქალი, რომელმაც ჰარი სტაილსს 8 000 ბარათი გაუგზავნა დააპატიმრეს ქალი, რომელმაც ჰარი სტაილსს 8 000 ბარათი გაუგზავნა
-
-
-
გადახედვა"დადექით საერთო ევროპული მომავლის გვერდით" — დროა/გირჩი - მეტი თავისუფლების მიმართვა საჯარო მოხელეებს "დადექით საერთო ევროპული მომავლის გვერდით" — დროა/გირჩი - მეტი თავისუფლების მიმართვა საჯარო მოხელეებს
-
გადახედვაყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს ყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს
-
-
გადახედვაNASA-ს ხელმძღვანელის თქმით, ჩინეთი კოსმოსში გასაიდუმლოებულ სამხედრო ექსპერიმენტებს ატარებს NASA-ს ხელმძღვანელის თქმით, ჩინეთი კოსმოსში გასაიდუმლოებულ სამხედრო ექსპერიმენტებს ატარებს
-
გადახედვატეილორ სვიფტის ბრიტანელმა ფანებმა ყალბი ბილეთებით $1 მილიონზე მეტი იზარალეს ტეილორ სვიფტის ბრიტანელმა ფანებმა ყალბი ბილეთებით $1 მილიონზე მეტი იზარალეს
-
გადახედვასაერთაშორისო კოსმოსურ სადგურში ბაქტერიებმა მუტაცია განიცადეს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურში ბაქტერიებმა მუტაცია განიცადეს
-
-
-
გადახედვამეცნიერებმა გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი ქრცვინის კლონები შექმნეს მეცნიერებმა გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი ქრცვინის კლონები შექმნეს
-
გადახედვაკგბ-სა და ეფ-ეს-ბეს მიერ შექმნილი ინსტიტუტი, თბილისში "ტრადიციული ღირებულებების შესახებ" კონფერენციას მართავს — აგენტსტვო კგბ-სა და ეფ-ეს-ბეს მიერ შექმნილი ინსტიტუტი, თბილისში "ტრადიციული ღირებულებების შესახებ" კონფერენციას მართავს — აგენტსტვო
-
გადახედვაჯანდაცვის მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს — რა ვიცით მათზე ჯანდაცვის მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს — რა ვიცით მათზე
-
-
გადახედვაზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტის საბოლოო პროექტი მომზადდა — რას ითვალისწინებს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტის საბოლოო პროექტი მომზადდა — რას ითვალისწინებს
-
კომენტარები