უკრაინამ ასევე მნიშვნელოვნად შეამცირა კიევში ირანის დიპლომატიური პერსონალის რაოდენობაც.

რატომ არის მნიშვნელოვანი: უკრაინის საგარეო აცხადებს, რომ ირანული იარაღის რუსეთისთვის მიწოდება პირდაპირ ეწინააღმდეგება ნეიტრალიტეტის, უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საჯაროდ გამოცხადებულ პოზიციას.

  • აგვისტოში ცნობილი გახდა, რომ რუსეთმა ირანიდან მიიღო დრონები, რომელიც, შეიძლება, გამოეყენებინა.

  • როგორც უკრაინული მედია წერს, მხოლოდ ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის საჰაერო ძალებმა გაანადგურეს ოთხი ირანული დრონი, რომლებსაც რუსეთი იყენებდა.

დეტალები: ირანის დროებითი რწმუნებული პარასკევს, 23 სექტემბერს, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.

  • საგარეოს განცხადებით, რუსეთისთვის იარაღის უკრაინის წინააღმდეგ ომში გამოყენებისთვის მიწოდება არამეგობრული ქმედებაა, რომელიც უკრაინისა და ირანის ურთიერთობას სერიოზულ დარტყმას აყენებს.
  • ახლა ირანის ელჩი უკრაინაში მანუჩეჰრ მორადი უკრაინის ფარგლებს გარეთ იმყოფება. როგორც უკრაინსკა პრავდა წერს, სრულმასშტაბიანი შემოჭრის დასაწყისში ის კიშინიოვში გაემგზავრა.
  • აკრედიტაციის ჩამორთმევა ნიშნავს, რომ ელჩი ვეღარ ასრულებს თავის მოვალეობას და დიპლომატიური პრაქტიკის მიხედვით, თეირანში უნდა დაბრუნდეს.