წულუკიანმა ერთ-ერთი ფედერაციის პრეზიდენტის მხრიდან ძალადობაზე ისაუბრა
კულტურისა და სპორტის მინისტრმა ამ თემაზე პირველი არხის ეთერში ისაუბრა.
რატომ არის მნიშვნელოვანი: 22 სექტემბერს პარლამენტში თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ მას, როგორც ქალ მინისტრს, სპორტის ფედერაციებთან ქალთა უფლების კუთხით ბევრი პრობლემა აქვს.
- მანვე აღნიშნა, რომ სპორტში ძალადობა სერიოზული პრობლემაა და ამაზე სამუშაოა.
- "ვიღაცას აქვს განცდა, რომ შენ ეს ფული როგორც გინდა ისე გამოიყენო და თუ ვინმე შეგეწინააღმდეგება, მათ შორის, მინისტრი, მასზე ხელით გაიწიო და ასე შემდეგ", — განაცხადა მან.
დეტალები: დღევანდელ ეთერში მინისტრმა თქვა, რომ კონკრეტული ფედერაციის პრეზიდენტმა გადაწყვიტა, მისთვის ხელი დაერტყა, მაგრამ არ დაასახელა, ვის გულისხმობდა. ამაზე დასმულ კითხვას კი ასე უპასუხა:
- "მედიამონიტორს ჩაატარებთ და ნახავთ. მე კი არ ვმალავ, მე ამაზე ღიად ვსაუბრობ სპორტის სამყარომ ზეპირად იცის ვინ არის ეს ადამიანი, რომელიც წარსულშიც შემჩნეული იყო, როცა ჩვენ ოპოზიციაში ვიყავით, მუშტი-კრივის სიყვარულით, არა რინგზე თან".
- წულუკიანის თქმით, ცნობილია, რომ პრობლემები არის მკლავჭიდის ფედერაციაში, თუმცა მათგან შეურაცხყოფის ფაქტი არ ყოფილა.
- "ეს მე პარლამენტშიც ვთქვი, რომ ვიღაცას არ ეგონოს, რომ რაკი ბატონი სოსო... [ხელით გაწევა მინისტრისკენ] მკლავჭიდს არ ეხება", — თქვა მან.
წულუკიანის განცხადებით, ურთიერთობა აქვს ამ ფედერაციის დაქვემდებარებაში მყოფ სპორტსმენებთან და ფედერაციის გვერდის ავლით მათ დაფინანსებას აგრძელებს, რადგან "მოცემულმა ბატონმა განაცხადა, რომ ის იქნება იქ, სადაც არის".
- წამყვანმა მინისტრს ჰკითხა, რა იყო კონფლიქტის მიზეზი, რაზეც მან განაცხადა: "ფული. [ამბობენ] დაგვიმატეთ ფული და რომ დასვამ კითხვას, კითხვის დასმის უფლება სპორტის მინისტრს არ აქვს თურმე".
- წულუკიანმა ქალებს მიმართა: "მინდა ქართველ ქალებს და ზოგადად ქალებს, ნებისმიერ ქალს, ვინც ახლა შეიძლება ზის და ტელევიზორს უყურებს ვუთხრა, რომ როგორც კი ძალადობის მუქარა იქნება, მაშინვე უნდა გააკეთოთ შეტყობინება, მაშინვე უნდა თქვათ ამის შესახებ ხმამაღლა."
- "აუცილებლად უნდა ვიცოდეთ, რომ როგორც კი ვიტყვით, რომ ჩვენ დაგვემუქრნენ ძალადობით, ან გავხდით ძალადობის მსხვერპლი, არავინ პირველად ამას არ დაიჯერებს, მაგრამ ამის მიუხედავად თქვენ არ გაჩერდეთ, უნდა ილაპარაკოთ სიმართლე და ფაქტებით დაამტკიცოთ, რომ ფაქტი იყო ასე".
- "ასევე, მოძალადე აუცილებლად შეეცდება, რომ თქვენ დაგაბრალოთ მსხვერპლს, რომ თქვენი ბრალია, რომ მსხვერპლი გახდით. ვიქტიმოლოგია არის მეცნიერება, ეს ყოველთვის ასეა, რომ დამნაშავე მსხვერპლს აბრალებს, რომ ის მსხვერპლი გახდა, ასე იყო ჩემს შემთხვევაშიც".
ქალმა დეპუტატებმა, ხათუნა სამნიძემ, თამუნა კორძაიამ, ანა ბუჩუკურმა და თეონა აქუბარდიამ წულუკიანს მხარდაჭერა გამოუცხადეს.
- დეპუტატებმა განაცხადეს, რომ არ შეიძლება ქალი მინისტრი იმ მდგომარეობაში იყოს, რომ მას ფიზიკურ შეხლამდე უწევდეს საკუთარი ფუნქციების განხორციელება და კაცებთან ურთიერთობა.
- ასევე, აღნიშნეს, რომ ნებისმიერი ქალი, რომელიც პოლიტიკაშია, უთანასწორობას განიცდის, ამიტომ, პოლიტიკური კუთვნილების მიუხედავად, მათ მიმართ სოლიდარულები იქნებიან.
- დეპუტატები ამბობენ, რომ ამ საკითხით, როგორც კაცი დეპუტატები, ასევე, უფლებადამცველები და გენდერული საბჭო უნდა დაინტერესდეს.
-
გადახედვააშშ-ის სახდეპი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მოისმინოს გაფრთხილებები აშშ-ის სახდეპი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მოისმინოს გაფრთხილებები
-
გადახედვაკანცელარიასთან დაძაბულობის ფონზე, შსს განცხადებას ავრცელებს კანცელარიასთან დაძაბულობის ფონზე, შსს განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვავაჟა სირაძის განცხადება აქციასთან დაკავშირებით, საპოლიციო ძალების გეგმაზე ვაჟა სირაძის განცხადება აქციასთან დაკავშირებით, საპოლიციო ძალების გეგმაზე
-
გადახედვააქციის მონაწილეები, მშვიდობიანი მსვლელობით, მთავრობის ადმინისტრაციისკენ მიემართებიან — რა არის გეგმა აქციის მონაწილეები, მშვიდობიანი მსვლელობით, მთავრობის ადმინისტრაციისკენ მიემართებიან — რა არის გეგმა
-
გადახედვასად იმყოფებიან საპოლიციო ძალები აქციის მიმდინარეობისას — ფოტოები სად იმყოფებიან საპოლიციო ძალები აქციის მიმდინარეობისას — ფოტოები
-
გადახედვათეოლოგთა და სასულიერო პირთა ნაწილი მიმართვას ავრცელებს თეოლოგთა და სასულიერო პირთა ნაწილი მიმართვას ავრცელებს
-
გადახედვაპრეზიდენტი: ერთ მხარეს ქართველი ხალხია, მეორე მხარეს კი — 83 დეპუტატი, რომელმაც ევროპული მომავლის წინააღმდეგ მისცა ხმა პრეზიდენტი: ერთ მხარეს ქართველი ხალხია, მეორე მხარეს კი — 83 დეპუტატი, რომელმაც ევროპული მომავლის წინააღმდეგ მისცა ხმა
-
გადახედვაამაღლობელი: ხელისუფლება ახლა ეცდება პროვოკაციებს, არ ავყვეთ ამაღლობელი: ხელისუფლება ახლა ეცდება პროვოკაციებს, არ ავყვეთ
-
-
გადახედვაბათუმი აპროტესტებს რუსულ კანონს, ევროპის მოედანზე ევროკავშირის დროშა გაშალეს ბათუმი აპროტესტებს რუსულ კანონს, ევროპის მოედანზე ევროკავშირის დროშა გაშალეს
-
გადახედვაიოზვიაკი: საქართველოში შექმნილი მდგომარეობის შესახებ, დღეს, შესაძლოა, ევროკავშირის სამიტზე იმსჯელონ იოზვიაკი: საქართველოში შექმნილი მდგომარეობის შესახებ, დღეს, შესაძლოა, ევროკავშირის სამიტზე იმსჯელონ
-
გადახედვახალხის რაოდენობის გამო, პარლამენტთან რუსთაველის გამზირი გადაიკეტა ხალხის რაოდენობის გამო, პარლამენტთან რუსთაველის გამზირი გადაიკეტა
-
გადახედვაალექსანდრე ლორთქიფანიძე: ეს კანონი არა გამჭვირვალობას, არამედ სტიგმატიზებას ემსახურება ალექსანდრე ლორთქიფანიძე: ეს კანონი არა გამჭვირვალობას, არამედ სტიგმატიზებას ემსახურება
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი თვითონ არის უცხოური გავლენის აგენტი — კობახიძე პრეზიდენტზე სალომე ზურაბიშვილი თვითონ არის უცხოური გავლენის აგენტი — კობახიძე პრეზიდენტზე
-
გადახედვაპუტინის პრესმდივნის მორიგი ღია მხარდაჭერა საქართველოს მთავრობას: "ამ კანონპროექტს არ უნდა ეწოდოს რუსული" პუტინის პრესმდივნის მორიგი ღია მხარდაჭერა საქართველოს მთავრობას: "ამ კანონპროექტს არ უნდა ეწოდოს რუსული"
-
გადახედვასახალხო დამცველი 16-17 აპრილის აქციის მონიტორინგის პირველადი შედეგების შესახებ დოკუმენტს აქვეყნებს სახალხო დამცველი 16-17 აპრილის აქციის მონიტორინგის პირველადი შედეგების შესახებ დოკუმენტს აქვეყნებს
-
გადახედვაპრეზიდენტი: კანონს ვეტოს დავადებ, ჩემი ვეტო ხალხის ხმაა პრეზიდენტი: კანონს ვეტოს დავადებ, ჩემი ვეტო ხალხის ხმაა
-
გადახედვაევროკავშირის მაღალჩინოსნები, რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებენ ევროკავშირის მაღალჩინოსნები, რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვა3 ადამიანია დაჭრილი სროლის შედეგად თბილისში, ტაბიძის ქუჩაზე — მედია 3 ადამიანია დაჭრილი სროლის შედეგად თბილისში, ტაბიძის ქუჩაზე — მედია
-
გადახედვაპრეზიდენტისა და ელჩების შეხვედრა დასრულდა — რაზე ისაუბრეს პრეზიდენტისა და ელჩების შეხვედრა დასრულდა — რაზე ისაუბრეს
-
კომენტარები