ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ მოქალაქეების დიდი ნაწილი საქართველოსკენ დაიძრა.

  • ლარსის გამშვები პუნქტიდან ვრცელდება ფოტო და ვიდეომასალა, სადაც ჩანს, რომ რუსეთიდან გადმომსვლელთა რიგი რამდენიმე კილომეტრიანია.

დეტალები: შემოსავლების სამსახურის ცნობით, მთლიანად რეგიონში გაზრდილი სატრანსპორტო ტვირთნაკადის პირობებში ყველა საბაჟო გამშვები პუნქტი მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზეა გადასული.

  • ამასთან, გამშვებ პუნქტზე გაზრდილია მებაჟე ოფიცრების რაოდენობა.
  • შემოსავლების სამსახური კომუნიკაციაშია მეზობელი ქვეყნების შესაბამის საბაჟო ადმინისტრაციებთან, რათა სწრაფად გამოიძებნოს ალტერნატიული საბაჟო გამშვები პუნქტები დანიშნულების ქვეყნებში მოხვედრისთვის.
  • ჩრდილოეთ ოსეთის ვიცე-პრემიერის განცხადებით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ზემო ლარსის გამშვებ პუნქტზე ორივე მიმართულებით საზღვარი 37,5 ათასმა მანქანამ და 115,2 ათასმა ადამიანმა გადაკვეთა.