ინფორმაციას ამის შესახებ The Guardian ავრცელებს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: 20 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ რუსეთმა უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე "რეფერენდუმების" ჩატარება ისევ გადაწყვიტა.

  • მანამდე მედიები წყაროებზე დაყრდნობით წერდნენ, რომ კრემლმა ე.წ. რეფერენდუმები გადადო, რის მიზეზადაც უკრაინის წარმატებული კონტრშეტევა სახელდებოდა.

დეტალები: დიდი ბრიტანეთის 92 ახალ სანქციაში უკრაინის ოთხ რეგიონში ფსევდო რეფერენდუმების წარმართვასთან დაკავშირებული პირები, ასევე, რუსული ომის მხარდამჭერები მოხვდნენ.

  • The Guardian-ის ცნობით, "რეფერენდუმებთან" დაკავშირებით სანქცირებულ 33 მაღალჩინოსანს შორის ხერსონში ახლახან ჩამოყალიბებული მთავრობის მეთაური, ასევე, ლუგანსკის რეგიონის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის განათლების მინისტრი და ზაპოროჟიეს ე.წ. ხელმძღვანელი არიან.

სანქციები დაუწესეს ოლიგარქებსაც, მათ შორის, რუსეთის უძრავი ქონების ბიზნესში ჩართულ ორ პირს და სახელმწიფო ორგანიზაციების საბჭოს წევრებს.

  • ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ყალბ რეფერენდუმებს არასდროს არ აღიარებენ.