რამდენმა რუსმა გადმოკვეთა საზღვარი ბოლო 10 დღეში — სტატისტიკა
შინაგან საქმეთა სამინისტრო რუსეთიდან შემოსულთა რაოდენობის, საქართველოში შემოსვლის სტანდარტისა და უარის თქმის საფუძვლების შესახებ განცხადებას აქვეყნებს.
რატომ არის მნიშვნელოვანი: მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ რუსეთის მოქალაქეების ნაწილი საქართველოში გამოქცევას ცდილობს. ლარსის გამშვები პუნქტთან რამდენიმე დღეა დაახლოებით 13-15-კილომეტრიანი საცობებია.
- რუსულ მედიებში გავრცელებული ინფორმაციით, საზღვარი გადმოკვეთა დაახლოებით 250 000-მა პირმა, თუმცა შს მინისტრი ამას ტყუილს უწოდებს.
- ვახტანგ გომელაური ამბობს, რომ მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ გადმომსვლელთა მაჩვენებელმა, წინა დღეებთან შედარებით 40-45%-ით მოიმატა.
- ჩრდილოეთ ოსეთის ვიცე-პრემიერის განცხადებით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ზემო ლარსის გამშვებ პუნქტზე ორივე მიმართულებით საზღვარი 37 500 ათასმა მანქანამ და 115 200 ადამიანმა გადაკვეთა.
მობილიზაციის გამოცხადებამდე: შსს აქვეყნებს ბოლო 10 დღის მონაცემებს. მობილიზაციის ამოქმედებამდე, საქართველოს საზღვარი ყველა გამშვები პუნქტიდან გადმოკვეთა და გადაკვეთა:
- 17 სექტემბერს: 6 986 — 7 406;
- 18 სექტემბერს: 6 606 — 6 743;
- 19 სექტემბერს: 6 411 — 6 782;
- 20 სექტემბერს: 5 603 — 6 199 პირმა;
მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, მონაცემები გაზრდილია. მაგალითად, 21 სექტემბერის რუსეთიდან საზღვარი გადმოკვეთა 6 402-მა და გადაკვეთა 6 011-მა პირმა. დანარჩენ დღეებში შემოსულთა და გასულთა სტატისტიკა ასეთია:
- 22 სექტემბერს: 6 150 — 6 050;
- 23 სექტემბერს: 9 307 — 6 214;
- 24სექტემბერს: 9 330 — 6 249;
25 სექტემბერს: 11 143 — 5 519; - 26 სექტემბერს: 10 804 — 4 947.
შსს-ს განცხადებით, სასაზღვრო გამშვებ პუნქტში მუდმივ რეჟიმში იმყოფება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესაბამისი დანაყოფი, უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და რისკების გამოვლენის მიზნით.
- მათივე თქმით, სასაზღვრო კონტროლის პროცედურები მიმდინარეობს განსაკუთრებული დაკვირვებით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით.
- უწყებაში ამბობენ, რომ ბოლო პერიოდში მომატებულია იმ მოქალაქეთა რაოდენობაც, რომელთა შემოშვებაც კანონმდებლობით გათვალისწინებული მიზეზების გამო არ ხდება.
- ამ საკითხზე დღეს ისაუბრა მინისტრმაც და ასე განმარტა: "ლოგიკურია, თუ 100 კაცში 10-ს უკან ვაბრუნებდით, ახლა 1 000 კაცში პირობითად 100 გაბრუნდება უკან, მათემატიკაა ჩვეულებრივი", — განაცხადა მან.
შემოშვებაზე უარის მიზეზი: უწყება განმარტავს, რომ კანონის თანახმად, საქართველოში შემოსვლისას ნებისმიერი უცხო ქვეყნის მოქალაქე გადის ინსპექტირებას სასაზღვრო გამტარ პუნქტში, რის შედეგადაც ის ან დადებით, ან უარყოფით პასუხს იღებს.
- მათი თქმით, უცხო ქვეყნის თითოეული მოქალაქის ინსპექტირება/გამოკითხვა საერთაშორისოდ აღიარებული საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად ხორციელდება და შემოსვლის თანხმობის ან უარის გადაწყვეტილებას მესაზღვრე სხვადასხვა ფაქტორისა და გარემოებების შეფასების შედეგად იღებს.
- მაგალითად, უწყება ამბობს, რომ მესაზღვრე ითვალისწინებს პირის ხელთ არსებული დოკუმენტაციის შესაბამისობას მგზავრობის მიზნობრიობასთან, საქართველოში ყოფნის პერიოდში და საქართველოდან გამგზავრებისას ფინანსური სახსრების საკმარის ოდენობას, წარსულში ქვეყანაში ყოფნის ვადებს და ა.შ.
- მათივე თქმით, თუ დარღვეულია ეს სტანდარტი, სამართალდამცველები უცხო ქვეყნის მოქალაქეს ადგილზე უმარტავენ უარის თქმის შესაძლო მიზეზებს და ამ გადაწყვეტილების გასაჩივრების პირობებს
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები