საგარეო საქმეთა სამინისტროში პროტესტის ნიშნად საქართველოში ბელარუსის ელჩი დაიბარეს
უწყების განცხადებით, ელჩთან შეხვედრა ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტს და საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან შეხვედრას შეეხებოდა.
ქართულმა მხარემ უკიდურესი შეშფოთება გამოთქვა აღნიშნულის გამო და ბელარუსის მხარეს დამატებითი განმარტებები მოსთხოვა.
- ამ ეტაპზე უწყება სხვა დეტალებს არ ავრცელებს და სამომავლო დიპლომატიური ურთიერთობების ბედზე არ საუბრობს.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ბელარუსს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობა აღიარებული არ აქვს და საქართველოსთან დიპლომატიურ ურთიერთობებს ინარჩუნებს.
- ბელარუსის პრეზიდენტის ეს ვიზიტი, შესაძლოა, საქართველოსთან ურთიერთობის დაძაბვის მიზეზი გახდეს.
- ლუკაშენკოს აფხაზეთში ჩასვლა ნიშნავს, რომ მან დაარღვია საქართველოს კანონი ოკუპაციის შესახებ, რომლის თანახმად ზუგდიდისა და გორის მუნიციპალიტეტების მიმართულებების გარდა, ყველა სხვა მიმართულებიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის აკრძალულია და ისჯება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით.
რა ვიცით ლუკაშენკოს ვიზიტზე: აფხაზური მედიების ინფორმაციით, ლუკაშენკო დე ფაქტო პრეზიდენტს ბიჭვინთის "სახელმწიფო აგარაკზე" შეხვდა. ვიზიტი ოფიციალიურად დაანონსებული არ ყოფილა, მაგრამ წინ უძღოდა ლუკაშენკოს ვიზიტი სოჭში, სადაც ვლადიმერ პუტინს ესაუბრა.
- ბელარუსის პრეზიდენტს არ დაუმალავს, რომ აფხაზეთში მისი ვიზიტი პუტინის ინიციატივაა და თქვა: "გუშინ ჩვენ განვიხილეთ აფხაზეთის პრობლემები ჩვენს უფროს ძმასთან, ვლადიმერ პუტინთან ერთად. ბევრი ვიმსჯელეთ ამ საკითხებზე, ღამემდე და მივედით ერთ დასკვნამდე, რომ აფხაზეთის მიტოვება არ შეიძლება".
- გავრცელებული ფოტო-ვიდეოების მიხედვით, მას ცეკვით და ზეიმით დახვდნენ და ისიც თბილად მიესალმა ბჟანიას.
- დე ფაქტო რეჟიმის ვიდეოებში ლუკაშენკოს არცერთხელ არ მოუხსენებია აფხაზეთი, როგორც რესპუბლიკა, მაგრამ ორმხრივი ურთიერთობების აუცილებლობაზე ისაუბრა და თქვა: "ჩვენ მივედით ერთ დასკვნამდე, რომ აფხაზეთი არის, მას რუკიდან ვერ წაშლი, ვერანაირი სანქცია ამას ვერ იზამს".
- "ჩვენ გვინდა დავამყაროთ არა მხოლოდ მეგობრობის ხიდი, არამედ ძალიან სერიოზული ურთიერთობები", — განაცხადა მან და თან ამტკიცებდა, თითქოს ამ ნაბიჯს იმის გამო არ დგამას, რომ ბელარუსს პრობლემები შეექმნა.
- გარდა ამისა, ლუკაშენკო ამტკიცებდა იმასაც, რომ არავისთვის ცუდი არ უნდათ, მათ შორის, არც საქართველოსთვის.
- "ჩვენ ჩამოვედით სიკეთით. თუ რამით შეგვიძლია თქვენი დახმარება, თან ეს იქნება ორმხრივად მომგებიანი თანამშრომლობა, მისი მიმართულებები კი არსებობს, ჩვენ ამას გავაკეთებთ", — განაცხადა მან.
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
-
გადახედვაყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა ყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
კომენტარები