Gangsta's Paradise-ის შემსრულებელი Coolio 59 წლის ასაკში გარდაიცვალა

ფოტო: Getty Images
ამერიკელი რეპერი ქულიო, რომელსაც ცნობილი ჰიტი Gangsta's Paradise ეკუთვნის, 59 წლის ასაკში გარდაიცვალა. რეპერის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
ქულიო ლოს-ანჯელესში მეგობართან იმყოფებოდა. გარდაცვლილი რეპერი სწორედ მეგობრის სახლის აბაზანაში იპოვეს. ექიმები ვარაუდობენ, რომ სიკვდილის მიზეზი გულის გაჩერება გახდა.
ქულიომ მუსიკალური კარიერა 1980-იან წლებში დაიწყო და ჰიპ-ჰოპის ისტორიაში ადგილიც მალევე დაიმკვიდრა. რეპერს თავდაპირველად აღიარება Fantastic Voyage-მა მოუტანა. ყველაზე ცნობილი ჰიტი Gangsta's Paradise კი მომღერალმა 1995 წელს ჩაწერა და გრემის მუსიკალური ჯილდოც მოიპოვა.
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
კომენტარები