ინვესტირების დაწყება ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო, ამაღელვებელი და, ამავდროულად, რთული პროცესია. მნიშვნელოვანია იცოდე, რომელ პლატფორმაზე გინდა აქციებით ვაჭრობა, რა ინფორმაციას ფლობ, რა ფინანსური მიზანი გაქვს და ა.შ. თუმცა, თუ გადაწყვეტილი გაქვს, რომ ინვესტირება დაიწყო, აუცილებელია ჯერ ეს სამი რამ შენს თავს ჰკითხო.

1. რა თანხით ვაპირებ დავიწყო ინვესტირება?

პირველ რიგში აუცილებელია, განსაზღვრო შენი ფინანსური რესურსები. საფონდო ბირჟაზე ვაჭრობა რისკებს მოიცავს, შესაძლოა გარკვეული თანხა დაკარგო. მზად ხარ ამ ყველაფრისთვის? ამავდროულად მნიშვნელოვანია განსაზღვრო შენი საინვესტიციო სტრატეგია — რომელ ინდუსტრიაში ან სექტორში აპირებ ინვესტირებას, როგორ გაანაწილებ შენს პორტფოლიოს და რისკების დაზღვევის სხვა რა მექანიზმებს მიმართავ. თუ ამ კითხვას გააზრებულად უპასუხებ, მაშინ შემდეგ კითხვას უნდა გასცე პასუხი.

2. რომელ პლატფორმაზე ვაპირებ აქციების ყიდვას?

მრავალი ონლაინ პლატფორმა არსებობს, სადაც რამდენიმე წუთში შეგიძლია დაიწყო აქციებით ვაჭრობა. თუმცა, ბევრ მათგანს მრავალი შეზღუდვა აქვს იმის მიხედვით, თუ რომელი ქვეყნის კანონმდებლობა ან შიდა პოლიტიკა არეგულირებს. ზოგიერთ პლატფორმაზე აუცილებელი მინიმალური სავაჭრო ბალანსი ზოგი მომხმარებლისთვის საკმაოდ მაღალია, ვერიფიკაციის ზოგიერთი პლატფორმა ბევრ ისეთ დოკუმენტს ითხოვს, რაც საქართველოში არც გაიცემა. ზოგი ცნობილი პლატფორმა კი უბრალოდ საქართველოში არ მუშაობს და მხოლოდ კონკრეტულ ქვეყანაზეა ორიენტირებული.

3. რა დროის განმავლობაში აპირებ ინვესტირებას და რა გეგმა გაქვს?

ინვესტირების დაწყებამდე აუცილებელია, განსაზღვრო შენი ფინანსური მიზანი — მთლიანად საინვესტიციო საქმიანობით დაკავდები, დამატებითი შემოსავალი იქნება თუ ჯერ მხოლოდ კბილს უსინჯავ. ასევე, აუცილებელია კონკრეტული პერიოდით შემოიფარგლო. მაგალითად, 1 წლის განმავლობაში X თანხით Y თანხა იშოვო და კონკრეტული, დივერსიფიცირებული სტრატეგია აარჩიო. სტრატეგიის გარეშე ფინანსური მიზნის მიღწევა საკმაოდ რთული და რისკის შემცველია. დამატებით, უნდა გქონდეს შესაბამისი დრო, როდესაც პორტფოლიოს ყურადღებას მიაქცევ, ინფორმაციას მოიძიებ და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებ.

აქციებით ვაჭრობა ახლა უკვე საქართველოს ბანკის მობილბანკით არის შესაძლებელი. ესტუმრე მობილბანკს, რომლის საშუალებითაც ისეთი საერთაშორისო კომპანიების ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობას შეძლებ, როგორებიცაა: Apple, Amazon, Microsoft, Tesla, Google და სხვა. ეს სიახლე საქართველოს ბანკმა მისი ჯგუფის შვილობილი კომპანიის, Galt & Taggart-ისა და საერთაშორისო ფინანსური ტექნოლოგიების პლატფორმა DriveWealth-ის პარტნიორობით დანერგა. თუ გსურს მეტი გაიგო ინვესტიციების შესახებ, ესტუმრე ფეისბუქგვერდს — ინვესტიციები, სადაც გაიგებ მეტს, თუ როგორ ივაჭრო აქციებით.

ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე, როგორც მოგება. თქვენ დეტალურად უნდა გააანალიზოთ, რამდენად მისაღებია თქვენთვის ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა გასწიოთ თანხის დაკარგვის რისკი.