ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროებმა განცხადებები 28 სექტემბერს გაავრცელეს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: მიმდინარე თვეში სომხეთ-აზერბაიჯანს შორის სიტუაცია მანამდეც დაიძაბა — 12 სექტემბერს დილით გავრცელდა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანულმა მხარემ სომხეთის პოზიციებს ცეცხლი გაუხსნა.

  • აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო კი ამტკიცებდა, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალები რამდენიმე დღეა აზერბაიჯანის პოზიციების მიმართულებით ისვრიან, რასაც სომხეთი უარყოფდა;
  • საღამოს კი ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯანი სომხეთის 3 ქალაქს ინტენსიურად ბომბავდა.

სომხეთი აცხადებს, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა საზღვარზე განლაგებულ მათ საბრძოლო პოზიციებს ცეცხლი საღამოს 18:00 საათისკენ გაუხსნეს.

  • მათი თქმით, სამხედროებმა ნაღმმტყორცნები და მსხვილკალიბრიანი იარაღები გამოიყენეს;
  • უწყების ცნობით, სომხეთის მხარემ საპასუხო ქმედება განახორციელა.

აზერბაიჯანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში სომხეთს ადანაშაულებს.

  • თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა 28 სექტემბერს, 18:00 საათზე მათ პოზიციებს ქალბაჯარის მიმართულებით დაარტყეს;
  • უწყების თქმით, თავდასხმის შედეგად ერთი აზერბაიჯანელი სამხედრო დაშავდა და ახლა შესაბამის სამედიცინო დახმარება უტარდება;
  • მათი განცხადებით, აზერბაიჯანელმა სამხედროებმა თავდასხმის საპასუხოდ შესაბამისი ზომები მიიღეს — ისინი ინციდენტზე სრულ პასუხისმგებლობას სომხეთის ხელმძღვანელობას აკისრებენ და აღნიშნავენ, რომ სიტუაცია მიზანმიმართულად გაამწვავეს.

არქივიდან: 12-13 სექტემბრის ღამეს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის შეტაკებების განახლდა.

  • ამით მთიანი ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ ორ ქვეყანას შორის ყველაზე მწვავე კონფლიქტი დაიწყო და 14 სექტემბრის საღამომდე გაგრძელდა — სომხეთმა ცეცხლის შეწყვეტა 15 სექტემბერს, გამთენიისას გამოაცხადა.
  • აზერბაიჯანის ცნობით, შეტაკებების დროს 77 სამხედრო მოსამსახურე დაეღუპათ, სომხეთი კი აცხადებს, რომ მათი მსხვერპლი 135 იყო.