რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, თითოეული მოქალაქე, რომელიც არმიაში შეცდომით გაიწვიეს, უკან უნდა დაბრუნდეს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: 21 სექტემბერს პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა — მას შემდეგ რუსეთის მოქალაქეები ქვეყნის დატოვებას ცდილობენ, საზღვრებთან და აეროპორტებში რამდენიმესაათიანი რიგებია.

  • თქვეს, რომ მობილიზაციის ფარგლებში ჯარში 300 000 რეზერვისტს გაიწვევენ.

დეტალები: როგორც CNN წერს, მობილიზაციის წინააღმდეგ საპროტესტო აქციაზე მოსახლეობა აცხადებს, რომ გაიწვიეს სტუდენტები, მამები და კაცები, რომელთა ასაკი არ შეესაბამება სამხედრო სამსახურში ყოფნას.

  • პუტინმა კი თქვა, რომ მობილიზების დროს ბევრი კითხვა ჩნდება და "აუცილებელია ყველა შეცდომის გამოსწორება და მომავალში მათი თავიდან აცილება იმ მოქალაქეებისთვის, რომლებსაც გათავისუფლება სჭირდებათ.”
  • "მაგალითად, მრავალშვილიანი მამები ან ქრონიკული დაავადების მქონე პირები ან სამხედრო სამსახურში გასული პირები. აუცილებელია თითოეული ასეთი შემთხვევა ცალკე განიხილოს. და თუ შეცდომა დაშვებულია, მაშინ ვიმეორებ, საჭიროა. გამოასწორეთ";
  • "დააბრუნეთ სახლში ისინი, ვინც გამოიძახეს სათანადო მიზეზის გარეშე".