წიკლაურის მტკიცებით, წულუკიანს "უზრდელი" უწოდა, თუმცა ძალადობა "თავში არ გაუვლია"
კრივის ფედერაციის პრეზიდენტმა, დავით წიკლაურმა კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის ბრალდებები კიდევ ერთხელ უარყო.
რატომ არის მნიშვნელოვანი: 22 სექტემბერს პარლამენტში თეა წულუკიანმა თქვა, რომ მას, როგორც ქალ მინისტრს, სპორტის ფედერაციებთან ქალთა უფლების კუთხით ბევრი პრობლემა აქვს.
- მანვე აღნიშნა, რომ სპორტში ძალადობა სერიოზული პრობლემაა და ამაზე სამუშაოა;
- შემდეგ მან საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა, რომ კონკრეტული ფედერაციის პრეზიდენტმა გადაწყვიტა, მისთვის ხელი დაერტყა, მაგრამ არ დაუკონკრეტებია, ვინ;
- 28 სექტემბერს იმედის ეთერში კი თქვა, რომ ეს კრივის ფედერაციის ხელმძღვანელი იყო.
დეტალები: წიკლაური მთავარი არხის ეთერში წულუკიანთან შეხვედრის დეტალებს იხსენებს და ამტკიცებს, რომ სიტყვიერი შეურაცხყოფა თავდაპირველად თავად წულუკიანმა მიაყენა. მისი თქმით, შეხვედრას, ასევე, ესწრებოდა წულუკიანის მოადგილე, სოსო გიორგაძეც.
- მისი თქმით, წულუკიანს დარჩენილი ჩემპიონატების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და ბოლოს სთხოვა, გადაეხედა იმ მწვრთნელებისა და სპორტსმენების ხელფასებისთვის, რომლებმაც საპრიზო ადგილები დაიკავეს ან ჩემპიონები გახდნენ;
- "ასე ვზივარ, თავი მაქვს დახრილი და უცებ, "მორჩიო?", დიახ-მეთქი და "შე, უზრდელო, თავხედო. ახლა აეთრიე აქედან, გაეთრიე, ზრდილობას რომ ისწავლი, მერე მოეთრევი, მოხვალ აქ და ბოდიშს მოიხდიო". ისე დავიბენი, მე მეგონა, სოსოს ეუბნებოდა";
- წიკლაური ამბობს, რომ ამის შემდეგ დიდ დარბაზში გადავიდნენ, სადაც სპორტსმენები ინტერვიუების ჩასაწერად ემზადებოდნენ, რა დროსაც წულუკიანს უთხრა: "ქალბატონო თეა, არ გრცხვენიათ, რას კადრულობთ-მეთქი, ეს არის თქვენი პატივისცემა სპორტსმენებისა და სპორტის მიმართ-მეთქი?".
წიკლაური ამტკიცებს, რომ წულუკიანმა სიტყვიერი შეურაცხყოფა ამ დარბაზშიც მიაყენა და ყველას თანდასწრებით უთხრა: "დაახვიე აქედან, შენ რას გიზამ, არ იციო".
- "ამ სიტყვების მერე მივუტრიალდი და "შენ მართლა უზრდელო, თავხედო ქალო-მეთქი. არ გრცხვენია მინისტრი რეებს კადრულობ, ეს არის თქვენი პატივისცემა-მეთქი?", — ამბობს წიკლაური;
- "ამ დროს ბატონი სოსო გიორგაძე [მეუბნება]: "შენ, ბიჭო, რას გიზამ". ეს რომ წამოვიდა ჩემკენ, მივუბრუნდი ბატონ სოსოს და თავისი საკადრისი პასუხი გავეცი, ოღონდ, რა თქმა უნდა, ცოტა უფრო ცუდი სიტყვებით. ქალბატონ თეაზე არ მიკადრებია არაფერი";
- "არანაირად, ერთი წამითაც არ გამივლია თავში, რომ მეძალადა, მაგრამ მე რომ მასზე პასუხი არ გამეცა, მე იქიდან ასე ვერ გამოვიდოდი და არ გამოვიდოდი".
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვაწიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა წიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვარუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა რუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა
-
გადახედვაშსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ პარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ
-
გადახედვარუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ რუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ
-
გადახედვაპროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
კომენტარები