ზელენსკიმ NATO-ში დაჩქარებული გაწევრიანების განაცხადს მოაწერა ხელი
ვოლოდიმირ ზელენსკი ტელეგრამზე წერს, რომ გადამწყვეტ ნაბიჯს დგამს უკრაინის ნატოში გაწევრიანების გზაზე.
რატომ არის მნიშვნელოვანი: გარდა იმისა, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა ქვეყნის მომავლისთვის, სავარაუდოდ, ეს არის პასუხი რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების ანექსიაზე.
- დღეს, 30 სექტემბერს კრემლში პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლითაც დონეცკის, ლუგანსკისა, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქები რუსეთს "მიუერთა".
კონტექსტი: ჯერ კიდევ ომის დაწყების პირველ დღეებში უკრაინა აქტიურად მოუწოდებდა კრემლს მოლაპარაკებისკენ. ზელენსკი პუტინთან პირისპირ შეხვედრასაც ითხოვდა.
- მარტში მოლაპარაკებების მონაწილე უკრაინის წარმომადგენლები ამბობდნენ იმასაც, რომ მზად იყვნენ განეხილათ NATO-ს გარეშე მოდელები.
- თუმცა ბოლო კვირების მანძილზე, ზელენსკი აცხადებდა, რომ მოლაპარაკებები შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი მთლიანად დატოვებს უკრაინის ტერიტორიას და მოხდება დეოკუპაცია.
დეტალები: ზელენსკი წერს, რომ მათ უკვე აიღეს გზა ნატოსკენ და უკვე დაამტკიცეს ალიანსის სტანდარტებთან თავსებადობა.
- "ჩვენ ვენდობით ერთმანეთს, ვეხმარებით და ვიცავთ ერთმანეთს. ეს არის ჩრდილოატლანტიკური ალიანსი. დე ფაქტო. დღეს კი უკრაინა აკეთებს განაცხადს, რომ ის დე იურე გახადოს".
გარდა ამისა, უკრაინას ესმის, რომ საჭიროა დრო NATO-ს ყველა წევრთან კონსენსუსის მისაღწევად, ამიტომ ზელენსკიმ შესთავაზა განეხორციელებინა წინადადებები უკრაინისა და მთელი ევროპის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ კიევის უსაფრთხოების ხელშეკრულების შესაბამისად.
- "რუსეთის მოქმედ პრეზიდენტთან პატიოსან თანაცხოვრებაზე შეთანხმება შეუძლებელია. ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის, მაგრამ რუსეთის ფედერაციის სხვა პრეზიდენტთან".
- პრეზიდენტმა კვლავ გაიმეორა, რომ უკრაინის მთელი ტერიტორია გათავისუფლდება.
რუსეთი უკვე გამოეხმაურა ამ ამბავს. საგარეოს პრესსპიკერის, მარია ზახაროვა ამბობს:
- "დღეს ყველამ თავისი გზა აირჩია. სისხლიანი ჯალათები, რომლებიც კლავენ ქალებსა და ბავშვებს ნატოს ნაგავსაყრელში. და ჩვენ მომავალში. რთული იქნება? დიახ. რადგან დაცემა ყოველთვის უფრო ადვილია, ვიდრე სიმაღლეზე ასვლა. მაგრამ თქვენ ხომ გახსოვთ: ხოხვაში ისტორიულად ფრთები გვიშლის. წინ, ერთად, სინათლის სახელით და ღმერთთან ერთად!"
-
გადახედვავდებთ პირობას, კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების შემდეგ, მოქალაქეებს არ ექნებათ შეხება ნიღბიან სპეცრაზმელებთან — ოპოზიციური პარტიების განცხადება ვდებთ პირობას, კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების შემდეგ, მოქალაქეებს არ ექნებათ შეხება ნიღბიან სპეცრაზმელებთან — ოპოზიციური პარტიების განცხადება
-
გადახედვაკინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი კინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი
-
გადახედვაGPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა GPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა
-
გადახედვასააკაშვილი ენმ-ს პარტიის ბორდის შექმნას და თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის განხილვას სთხოვს სააკაშვილი ენმ-ს პარტიის ბორდის შექმნას და თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის განხილვას სთხოვს
-
გადახედვაშესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს შესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს
-
გადახედვაოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას შვილი: არა რუსულ კანონს! ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას შვილი: არა რუსულ კანონს!
-
გადახედვაკვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ კვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ
-
გადახედვალაზარეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია — მის მოსამზადებლად, მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო ლაზარეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია — მის მოსამზადებლად, მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო
-
გადახედვალავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია" ლავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია"
-
გადახედვადეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე დეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე
-
გადახედვავახტანგ გომელაური: აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას, ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება ვახტანგ გომელაური: აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას, ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება
-
გადახედვახაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით ხაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით
-
გადახედვარა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა რა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა
-
გადახედვაოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2 ოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2
-
გადახედვაახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება ახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება
-
გადახედვატაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს ტაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს
-
გადახედვასაფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია საფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია
-
გადახედვაოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI ოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI
-
გადახედვასადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა სადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა
-
გადახედვაპარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა პარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა
-
გადახედვამოუსმინეთ: ტეილორ სვიფტმა ახალი "ორმაგი" ალბომი გამოუშვა 31 სიმღერით მოუსმინეთ: ტეილორ სვიფტმა ახალი "ორმაგი" ალბომი გამოუშვა 31 სიმღერით
კომენტარები