ომის შემსწავლელი ინსტიტუტი ახალ ანგარიშში აღნიშნავს, რომ უკრაინა ამ დროში ლიმანს, დიდი ალბათობით, აიღებს ან სრულად მოაქცევს ალყაში.

რატომ არის მნიშვნელოვანი: 29 აგვისტოს უკრაინა კონტრშეტევაზე გადავიდა და ამ დროისთვის უკვე აქვს გარკვეული წარმატება, როგორც სამხრეთში ასევე აღმოსავლეთით.

  • ომის შემსწავლელი ინსტიტუტის განცხადებით, უკრაინის შეტევაზე გადასვლამ ომის მიმდინარეობა შეცვალა, თუმცა ბრძოლები 2023 წლამდე გაგრძელდება;
  • შეტევითი ოპერაციის დაწყებიდან დღემდე უკრაინელებმა ფრონტის ხაზის 12 კილომეტრით გადაადგილება მოახერხეს;
  • მათივე თქმით, ფრონტის ხაზის სტაბილიზაციის შემდეგ, უკრაინის ჯარს ახალი შეტევების დაწყება მოუწევს.

დეტალები: ISW მიუთითებს, რომ 30 სექტემბერს უკრაინის შეიარაღებული ძალები ამ ტერიტორიაზე ოკუპანტების ალყაში მოქცევას და მათ უკან დახევას აგრძელებდნენ.

  • ანგარიშში ომის რუს კორესპონდენტებზე დაყრდნობით წერია, რომ ოკუპანტები კვლავ აკონტროლებენ ლიმანს, მაგრამ პოზიციები დატოვეს დრობიშევეში და იამპილში — ორივე ტერიტორია ლიმანიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს;
  • ამასთან, რუსული წყაროების მტკიცებით, ოკუპანტები კვლავ აკონტროლებენ ერთ გზას ლიმანიდან ტორსკემდე, ხოლო უკრაინულმა ძალებმა ტორსკე-დრობიშევეს გზა გადაკეტეს.

არქივიდან: ISW ლიმანში რუსების წარუმატებლობების შესახებ ჯერ კიდევ 29 სექტემბერს წერდა — ისინი მიუთითებდნენ ტერიტორიაზე ოკუპანტების მოსალოდნელი მარცხის შესახებაც.

  • მათი თქმით, ლიმანში წინსვლა დონეცკის ჩრდილოეთითა და ლუგანსკის დასავლეთით რუსი სამხედროებით გადაჯგუფებაზე იმოქმედებს;
  • ამასთან, ამან, შესაძლოა, საშუალებას მისცეს უკრაინას, რომ ლუგანსკის ოლქის დასავლეთით, ასევე, სევეროდონეცკისა და ლისიჩანსკის ტერიტორიაზე ოკუპანტების პოზიციებს შეუქმნას საფრთხე.