ამის შესახებ ინფორმაციას პროპაგანდისტული მედია რია რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: დღეს, პირველ ოქტომბერს უკრაინელმა სამხედროებმა ლიმანთან ახლოს 5 დასახლება გაათავისუფლეს.

  • ლიმანში უკრაინის მოსალოდნელ წინსვლაზე საუბარი იყო ომის შემსწავლელი ინსტიტუტის დღევანდელ ანგარიშშიც — კერძოდ, წერდნენ, რომ უკრაინა მომდევნო საათებში ლიმანს აიღებს, ან სრულად მოაქცევს ალყაში.
  • ISW ლიმანში რუსების წარუმატებლობების შესახებ ჯერ კიდევ 29 სექტემბერს წერდა — ისინი მიუთითებდნენ ტერიტორიაზე ოკუპანტების მოსალოდნელი მარცხის შესახებაც;
  • მათი თქმით, ამან, შესაძლოა, საშუალებას მისცეს უკრაინას, რომ ლუგანსკის ოლქის დასავლეთით, ასევე, სევეროდონეცკისა და ლისიჩანსკის ტერიტორიაზე ოკუპანტების პოზიციებს შეუქმნას საფრთხე.

დეტალები: სამინისტრო თქმით, რუსმა სამხედროებმა ალყაში მოქცევის საფრთხის გამო, ლიმანი დატოვეს და უფრო "ხელსაყრელ" ადგილას გადაინაცვლეს.

  • უწყება ამტკიცებს, თითქოს, გასული დღის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებულ ძალებს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენეს, თუმცა, დანაკარგების მიუხედავად, ძალებისა და საშუალებების უპირატესობით უკრაინამ ამ მიმართულებით შეტევა განაგრძო.