ანტიდასავლურ ოთხეულს ახლი წევრები შეუერთდნენ — სია

ფოტო: კადრი ვიდეოდან / მაესტრო
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
ახალი წევრების შესახებ ხალხის ძალის ერთ-ერთმა ლიდერმა, სოზარ სუბარმა ისაუბრა.
რატომ არის მნიშვნელოვანი: პარტიიდან წასვლის შემდეგ მიხეილ ყაველაშვილი, დიმიტრი ხუნდაძე და სოზარ სუბარი ანტიდასავლურ ნარატივებს აჟღერებენ. მათ მოგვიანებით შეუერთდა გურამ მაჭარაშვილიც.
- ისინი სისტემატურად ესხმიან თავს აშშ-ის ელჩს, კელი დეგნანს, ასევე, ავრცელებენ ნარატივებს, რომ დასავლეთს საქართველოს "ომში ჩათრევა" სურს — მათ არაერთხელ გამოეხმაურა კელი დეგნანი და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს ბრალდებები ტყუილია;
- ასე არ ფიქრობს მმართველია პარტია — ირაკლი კობახიძის თქმით, რომ ფიქრობდნენ, ოთხეული ტყუილებს და რუსული ტიპის დეზინფორმაციას ავრცელებს, შინაარსობრივად "სრულად გაემიჯნებოდნენ".
დეტალები: ახალ წევრებს შორის 5 პარლამენტარი მოხვდა, მათ შორის, ეკა სეფაშვილი, ვიქტორ ჯაფარიძე, დავით კაჭარავა, დაჩი ბერაია და ზაალ მიქელაძე.
- დანარჩენი წევრები სოზარ სუბარმა ექსპერტებად წარადგინა, მათ შორის, თამთა მეგრელიშვილი, ზურაბ ქადაგიძე, დავით ქართველიშვილი, თამარ ჩიბურდანიძე, ნუკრი შოშიაშვილი, ოთარ ჭულუხაძე, ნიკა ქობულაძე, იოანე შაიშმელაშვილი;
- სუბარის თქმით, მათი მიზანია, რომ მოძრაობას ყველა მუნიციპალიტეტიდან ჰყავდეს წარმომადგენელი, რაზეც აქტიურად მუშაობენ და ახლო მომავალში ინფორმაციას საზოგადოებას გააცნობენ.
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
-
კომენტარები