ამის შესახებ დეპუტატმა, სოზარ სუბარმა ისაუბრა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ვიქტორ ჯაფარიძე ხალხის ძალაში გადასვლამდე ქართული ოცნების დეპუტატი იყო.

  • ხალხის ძალის წევრებმა საზოგადოებას თავი ანტიდასავლური ნარატივების გავრცელებითა და აშშ-ის ელჩზე თავდასხმით დაამახსოვრეს — მათ არაერთხელ გამოეხმაურა კელი დეგნანი და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს ბრალდებები ტყუილია;

დეტალები: სუბარის განცხადებით, ეს მათ ხელს შეუწყობს, რომ "სათქმელი საზოგადოებამდე კიდევ უფრო ფართოდ" მიიტანონ.

  • "დღევანდელ ურთულეს გარემოში საქართველოს წარმატების უზრუნველყოფისა და ჩვენი ქვეყნისთვის საფრთხეების თავიდან აცილების ერთადერთ გზად საზოგადოების სიმართლით აღჭურვა გვესახება", — თქვა სუბარმა;
  • "გვჯერა, რომ სიმართლით აღჭურვილ ხალხის ძალას ქვეყნის ინტერესების დაცვის საქმეში წინ ვეღარაფერი აღუდგება".

POSTV ამბობს, რომ ხალხის ძალას "ღიად და აქტიურად" დაუჭერენ მხარს, რადგან ხალხის ძალის მიზანი არხის შექმნის იდეას ემთხვევა.

  • "არხი დღეიდან ხდება მოძრაობა ხალხის ძალას მედიაპლატფორმა, ჩვენი არხის რამდენიმე სახე უშუალოდ გახდა ორგანიზაციის წევრი";
  • "არხს ჰყავს ახალი დამფუძნებელი, არხის საკონტროლო პაკეტი ეკუთვნის ვიქტორ ჯაფარიძეს, რომელთანაც გვაქვს სრული იდეოლოგიური თანხვედრა".

ახალი წევრები: დღეს სოზარ სუბარმა მოძრაობის ახალი წევრები წარადგინა. მათ შორის 5 პარლამენტარი და ექსპერტები არიან.

  • ქართული ოცნების დეპუტატებიდან ხალხის ძალას შეუერთდნენ ეკა სეფაშვილი, ვიქტორ ჯაფარიძე, დავით კაჭარავა, დაჩი ბერაია და ზაალ მიქელაძე;
  • ხოლო ექსპერტებად სოზარ სუბარმა წარადგინა თამთა მეგრელიშვილი, ზურაბ ქადაგიძე, დავით ქართველიშვილი, თამარ ჩიბურდანიძე, ნუკრი შოშიაშვილი, ოთარ ჭულუხაძე, ნიკა ქობულაძე, იოანე შაიშმელაშვილი.