ამის შესახებ რუსული სახელისუფლებო მედია RIA წერს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: კონტრშეტევის დაწყების შემდეგ, უკრაინა ფრონტის ხაზზე წინ მიიწევს და წარმატებულად ათავისუფლებს დასახლებებს.

  • დღეს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონის ოლქში 8 დასახლების გათავისუფლება დაადასტურეს.

დეტალები: მედია რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთის არმია ხერსონის რეგიონში უკრაინის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ "საპასუხო დარტყმისთვის" ემზადება.

  • მისი თქმით, რუსული არმია მანევრებს ატარებს და ამ პირობებში ფრონტზე გადაჯგუფება მათ საშუალებას მისცემთ, რომ ძალები მოიკრიბონ;
  • მისივე მტკიცებით, უკრაინის არმიის გადაადგილება რეგიონის შიგნით გაჩერებულია და ისინი ხერსონში შესვლას ვერ შეძლებენ.