სააკაშვილმა ვივამედის ხელმძღვანელს მიმართა, მასთან ამერიკელი ექიმი შეეშვათ — რა უპასუხა კლინიკამ
ექსპრეზიდენტმა ვივამედის ხელმძღვანელს, ნინო ნადირაძეს წერილი გუშინ, 6 მარტს მისწერა.
რატომ არის მნიშვნელოვანი: მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების თქმით, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია.
- 5 ოქტომბერს შალვა ხაჭაპურიძემ ისაუბრა, რომ სააკაშვილი ვერ იღებს საჭმელს და აქვს ტკივილები — მისი თქმით, ექსპრეზიდენტს ვივამედში გადაყვანის შემდეგ 20 კგ აქვს დაკლებული;
- ნევროლოგი ოთარ თოიძე კი ამბობს, რომ მაღალია ინფარქტის, გულის იშემიური დაავადების ან ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლის განვითარების რისკი.
რას წერს სააკაშვილი: მედიების მიერ გავრცელებულ წერილში ექსპრეზიდენტი ამბობს, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია და კლინიკას მოუწოდებს, მასთან ერთჯერადი სამედიცინო მომსახურებისთვის ამერიკელი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი, ჯეიმს კობსი შეუშვან.
- "ნუ დააყენებთ ჩემს სიცოცხლესა და ჯანმრთელობას რისკის ქვეშ. მიეცით საშუალება ექიმს, გამიწიოს ერთჯერადი სამედიცინო მომსახურება მე კი ჩემთვის კანონით მონიჭებული უფლების რეალიზების შესაძლებლობას".
კლინიკის პასუხი: ადვოკატების განცხადებით, ვივამედის წერილში, რომელსაც ხელს ნინო ნადირაძე აწერს, ნათქვამია, რომ ამ ეტაპზე სააკაშვილის ვიტალური პარამეტრები კრიტიკული არ არის და გრძელდება მისი, როგორც თერაპიულ განყოფილებაში მკურნალობა, ასევე, ზედამხედველობა.
- ასევე, აღნიშნულია, რომ ექსპრეზიდენტი კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში გადაყვანას არ საჭიროებს, თუმცა ასეთ შემთხვევაში კლინიკა სრულ მზადყოფნაშია.
- ვივამედი სააკაშვილთან ვერც ამერიკელი ექიმის შეყვანის საჭიროებას ხედავს და აცხადებს, რომ ერთჯერადად შეშვება მათ კომპეტენციას სცილდება.
- "მისი სპეციალიზაცია გახლავთ ტრავმატოლოგია, ორთოპედია, მსგავსი კრიტიკული მდგომარეობის განვითარების შემთხვევაში, მისი დახმარება ვერ იქნება ჯეროვანი".
ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე ამბობს, რომ ეს "გაუგონარი ფაქტია", ხოლო ენმ-ის წევრის, გიორგი ჩალაძის თქმით, თუ წერილზე ნამდვილად ნადირაძის ხელმოწერა და "არ გაუყალბეს", სისხლის სამართლის ყურადღების მიქცევას იმსახურებს.
-
"ეს საქმე არის პრეზიდენტის მკვლელობის საქმე. ამ საბუთებს გადავაგზავნით უფლებადამცველ ორგანიზაციებში, იმედი მაქვს, რომ შესაბამისი შეფასებები მოჰყვება".
არქივიდან: სააკაშვილმა შიმშილობა აქამდე ორჯერ გამოაცხადა. დაკავების შემდეგ დაწყებული 50-დღიანი შიმშილობა მან 19 ნოემბერს, გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანის შემდეგ შეწყვიტა.
- მეორედ ექსპრეზიდენტმა შიმშილობა 21 თებერვალს დაიწყო, მე-20 დღეს კი შეწყვეტის მიზეზად უკრაინის მთავარსარდლობის თხოვნა დაასახელა.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები