მასობრივი სასაფლაო გათავისუფლებულ ლიმანშიც აღმოაჩინეს

ფოტო: დონბას რეალიი
ინფორმაციას ამის შესახებ სამხედრო ადმინისტრაცია და რადიო თავისუფლების პროექტი დონბას რეალი ავრცელებს.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა უკრაინულმა მხარემ დეოკუპირებულ ტერიტორიებზე მასობრივი საფლავები აღმოაჩინა.
- უკრაინის ოფიციალური პირების ამბობენ, რომ სამარხებში უმეტესობა მშვიდობიანი მოქალაქეა, მათ შორის ბავშვები და მათ წამების კვალი აღენიშნებათ.
- რუსეთი უარყოფს საკუთარ დანაშაულს და მასობრივ საფლავებზე ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს.
დეტალები: წინასწარი ინფორმაციით, ლიმანში ორი სამარხი იპოვეს, მათგან ერთში მშვიდობიანი მოქალაქეების ცალკეული საფლავებია, რომელშიც, სავარაუდოდ, 200-მდე ცხედარია.
- მასობრივ საფლავში დაკრძალულთა რიცხვი კი ჯერ უცნობია — შესაძლოა, იქ დასაფლავებული იყვნენ, როგორც სამხედროები, ასევე, მშვიდობიანი მოქალაქეები.
იზიუმი: ირპენის, ბუჩასა და სხვა ქალაქების შემდეგ, მასობრივი საფლავი იპოვეს ახალგათავისუფლებულ იზიუმშიც — მასში 447 ცხედარი იყო.
- ზელენსკის თქმით, იზიუმი პატარა ქალაქია და ძალიან დიდი დანაკარგი განიცადა.
- მისივე თქმით, პირველ მასობრივ საფლავში მთელი ოჯახი იყო დაკრძალული, რომლებიც აწამეს და მოკლეს: "მოზარდები, კაცები და ქალები და პატარა ბავშვები თავებში ტყვიებით. მათი სხეულის ზოგიერთი ნაწილი დაკარგული იყო".
ხარკოვი: 6 ოქტომბერს კი მასობრივი საფლავი იპოვეს ხარკოვში — მასში 534 ადამიანის ცხედარი იყო, მათ შორის, 19 ბავშვის.
- რეგიონის დეოკუპირებულ ტერიტორიაზე აღმოჩენილია წამების 22 საკანიც.
საერთაშორისო გამოხმაურებები: აშშ-ის უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ იზიუმში აღმოჩენილ სამარხს შემზარავი უწოდა.
- ესტონეთის პრემიერმინისტრი ამბობდა, რომ იზიუმი არის რუსული ოკუპაციის სახე: "ქალაქები გადაიქცა მასობრივ სასაფლაოდ".
- საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა აღნიშნა, რომ დამნაშავეები პასუხს აგებენ თავიანთ ქმედებებზე.
- საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ რუსეთის აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ სისხლისა და ნგრევის კვალს ტოვებს.
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები