FSB ამტკიცებს, რომ ყირიმის ხიდის აფეთქებაში მონაწილეობა საქართველოს ორმა მოქალაქემაც მიიღო
რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახური (FSB) ამტკიცებს, რომ ყირიმის ხიდზე მომხდარი "ტერაქტის" ორგანიზატორები დაადგინა.
რატომ არის მნიშვნელოვანი: აფეთქება, რომელმაც ქერჩის ხიდის დაზიანება გამოიწვია 8 ოქტომბერს გამთენიისას მოხდა.
- რუსეთიდან ყირიმამდე თითქმის 19 კილომეტრიანი ხიდი კრემლის ოკუპაციის ერთგვარი სიმბოლოა. ის 2018 წელს ნახევარკუნძულის ანექსიის გამოცხადებიდან 4 წელში გახსნეს.
- ქერჩის ხიდი ერთ-ერთი საკვანძო გზაა, რითაც ოკუპანტებს სამხედრო ტექნიკა და ტვირთი გადააქვთ.
- ხიდის დაზიანების გამო, რუსეთს უკრაინის სამხრეთში მხოლოდ ერთი სარკინიგზო მომარაგების ხაზი რჩება — მელიტოპოლიდან.
დეტალები: FSB აცხადებს, რომ ტერაქტს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელი, კირილ ბუდანოვი, ასევე, "თანამშრომლები და აგენტურა" მეთაურობდნენ.
- რუსეთის უშიშროების ვერსიით, ასაფეთქებელი მოწყობილობა სამშენებლო მასალებში იყო შენიღბული. მათი მტკიცებით, აგვისტოს დასაწყისში ტვირთი თავდაპირველად ოდესის პორტიდან ბულგარეთში, შემდეგ საქართველოში, ფოთის პორტში და ბოლოს სომხეთში გაგზავნეს.
- შემდეგ სომხეთიდან ტვირთი ისევ საქართველოში, ბოლოს კი რუსეთში გაიგზავნა.
- მათი თქმით, გადაცემაში უკრაინისა და სომხეთის მოქალაქეებთან ერთად, საქართველოს ორი მოქალაქეც — სანდრო ინოსარიძე და ბროკერი სახელად, ლევანი მონაწილეობდა.
FSB-ის მტკიცებით, 29 სექტემბრიდან 3 ოქტომბრის ჩათვლით ტვირთი ერევნის ტერმინალში განაბაჟეს და საბუთები შეცვალეს, რის შემდეგაც ტვირთის გამგზავნად სომხეთში რეგისტრირებული კომპანია GU AR GROUP, ხოლო მიმღებად მოსკოვში რეგისტრირებული კომპანია ლიდერი მიუთითეს.
- უშიშროება ამბობს, რომ ამ ტვირთმა საქართველოში რეგისტრირებული სატვირთო მანქანით რუსეთ-საქართველოს საზღვარი 4 ოქტომბერს გადაკვეთა, ორი დღის შემდეგ კი არმავირის საბითუმო ბაზაზე გადმოტვირთეს.
- მათივე ვერსიით, 7 ოქტომბერს უკრაინის 2-მა მოქალაქემ რუსეთის 5 მოქალაქის დახმარებით, ტვირთის საბუთები ისევ შეცვალეს და გამგზავნად ქალაქ ულიონოვსკში მდებარე კომპანია TEK-34 მიუთითეს, ხოლო მიმღებად ყირიმში არარსებული კომპანია იყო მითითებული.
- უწყება აცხადებს, რომ იმავე დღეს ტვირთი რუსეთის მოქალაქის, მახირ იუსუბოვის სატვირთო მანქანაში გადაიტანეს, რომელიც სიმფეროპოლისკენ წავიდა, ყირიმის ხიდზე გადასვლისას კი მანქანა აფეთქდა.
გარდა ამისა, უშიშროება ირწმუნება, რომ ტვირთის მოძრაობას მთელ მარშრუტზე უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს თანამშრომელი აკონტროლებდა, რომელიც სქემის მონაწილეებს ივან ივანოვიჩის სახელით გაეცნო.
- "ქმედებების კოორდინაციისთვის მან გამოიყენა ანონიმური ნომერი, ასევე, ტელეფონი, რომელიც ქალაქ კრემენჩუგის მცხოვრების, სერგეი ანდრეიჩენკოზე იყო რეგისტრირებული".
- FSB ამბობს, რომ ამ ეტაპზე საქმეზე 8 ადამიანია დაკავებული. მათ შორის, 5 რუსეთის, ხოლო 3 უკრაინისა და სომხეთის მოქალაქეები არიან.
ბრალდებების საპასუხოდ, უკრაინა აცხადებს, რომ ყალბი სტრუქტურების განცხადებაზე, კომენტარს არ გააკეთებენ.
- "FSB-ის მთელი საქმიანობა სისულელეა. ესენი ყალბი სტრუქტურები არიან, რომელიც პუტინის რეჟიმს ემსახურებიან".
Unian წერს, რომ FSB-მ თავისი "გამოძიების" ფარგლებში გაავრცელა სატვირთო მანქანის რენტგენი, რომელშიც, მათი მტკიცებით, ასაფეთქებელი ნივთიერება იყო.
- თუმცა InformNapal-ის ანალიტიკოსები თვლიან, რომ ასაფეთქებელი ნივთიერება მანქანაში საერთოდ არ ყოფილა, წინააღმდეგ შემთხვევაში რენტგენი მის კვალს აჩვენებდა.
- მეტიც, ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ინციდენტის შემდეგ გამოქვეყნებული ვიდეობის მიხედვით, ყირიმის ხიდზე აფეთქების მიზეზი სატვირთო საერთოდ არ ყოფილა.
- ანალიტიკოსების აზრით, ეს ვერსია FSB-მ მიზანმიმართულად გაავრცელა იმ ეჭვების გასაქარწყლებლად, რომ ამაში ბრალი რუსეთის სპეცსამსახურებს მიუძღვით.
არქივიდან: ის, რომ ყირიმის ხიდის აფეთქებამდე სატვირთო საქართველოშიც იმყოფებოდა, რუსულმა მხარემ 9 ოქტომბერს თქვა.
- ასევე, ამბობდნენ, რომ კრემლს ყირიმის ხიდზე მომხდარი აფეთქების გამოძიება სურდა.
- მომხდარიდან მეორე დღესვე პუტინმა აფეთქებას ტერორისტული აქტი უწოდა.
-
გადახედვააქციის მორიგი დარბევა რუსთაველზე — რუსული კანონის მოწინააღმდეგეების დაშლას სპეცრაზმი კვლავ ჭავლითა და ცრემლსადენი გაზით ცდილობს აქციის მორიგი დარბევა რუსთაველზე — რუსული კანონის მოწინააღმდეგეების დაშლას სპეცრაზმი კვლავ ჭავლითა და ცრემლსადენი გაზით ცდილობს
-
გადახედვასაია: საქართველოს პარლამენტთან აქციის დარბევა უკანონოა საია: საქართველოს პარლამენტთან აქციის დარბევა უკანონოა
-
გადახედვასახალხო დამცველი: აქცია მშვიდობიანი ხასიათისაა. არ არსებობს მის წინააღმდეგ ძალის გამოყენების საფუძველი სახალხო დამცველი: აქცია მშვიდობიანი ხასიათისაა. არ არსებობს მის წინააღმდეგ ძალის გამოყენების საფუძველი
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა იუსტიციის სახლთან გზა გადაკეტეს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა იუსტიციის სახლთან გზა გადაკეტეს
-
გადახედვამოვუწოდებთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გამოიძიოს პოლიციელთა მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულები — TI მოვუწოდებთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გამოიძიოს პოლიციელთა მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულები — TI
-
გადახედვასპეცრაზმი მშვიდობიან მოქალაქეებს წყლის ჭავლის გამოყენებით შლის სპეცრაზმი მშვიდობიან მოქალაქეებს წყლის ჭავლის გამოყენებით შლის
-
გადახედვა"აქცია გახდა ძალადობრივი, ვიწყებთ კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელებას" — შსს-ს განცხადება "აქცია გახდა ძალადობრივი, ვიწყებთ კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელებას" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვასახალხო დამცველი: დაუშვებელია სპეციალური საშუალებების, მათ შორის, ე.წ. წიწაკის სპრეის დამიზნებით სახეში გამოყენება სახალხო დამცველი: დაუშვებელია სპეციალური საშუალებების, მათ შორის, ე.წ. წიწაკის სპრეის დამიზნებით სახეში გამოყენება
-
გადახედვასპეცრაზმი დემონსტრანტებს დამიზნებით ესვრის გაზის კაფსულებს, მედიის ცნობით, ისროლეს რეზინის ტყვიებიც სპეცრაზმი დემონსტრანტებს დამიზნებით ესვრის გაზის კაფსულებს, მედიის ცნობით, ისროლეს რეზინის ტყვიებიც
-
გადახედვაზაზა სარალიძე: მთელი საქართველო დავდგეთ ფეხზე ამ რუსული რეჟიმის წინააღმდეგ! ზაზა სარალიძე: მთელი საქართველო დავდგეთ ფეხზე ამ რუსული რეჟიმის წინააღმდეგ!
-
გადახედვაპოლიციამ რამდენჯერმე გამოიყენა წიწაკის სპრეი პარლამენტთან, მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ პოლიციამ რამდენჯერმე გამოიყენა წიწაკის სპრეი პარლამენტთან, მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ
-
გადახედვაპარლამენტთან მიმდინარე პროტესტთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს პარლამენტთან მიმდინარე პროტესტთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე 5 წლის ვადით აირჩია პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე 5 წლის ვადით აირჩია
-
-
გადახედვარამდენად ჭკვიანები იყვნენ ტირანოზავრები — კვლევა რამდენად ჭკვიანები იყვნენ ტირანოზავრები — კვლევა
-
გადახედვაახალი კვლევის თანახმად, ემოციური აღგზნებისას ქათმებიც წითლდებიან ახალი კვლევის თანახმად, ემოციური აღგზნებისას ქათმებიც წითლდებიან
-
-
-
გადახედვადაიტოვე — თბილისში რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს დასარჩენ ადგილს სთავაზობენ დაიტოვე — თბილისში რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს დასარჩენ ადგილს სთავაზობენ
-
გადახედვა1-ელ მაისს საქართველოში ჩამოვა ევროკომისიის გენერალური დირექტორი გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში 1-ელ მაისს საქართველოში ჩამოვა ევროკომისიის გენერალური დირექტორი გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში
-
გადახედვანახეთ: ვების ტელესკოპმა ცხენის თავის ნისლეულის გასაოცარი სურათები გადაიღო ნახეთ: ვების ტელესკოპმა ცხენის თავის ნისლეულის გასაოცარი სურათები გადაიღო
კომენტარები