ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ახალ რეზოლუციაში რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად ცნო

ფოტო: PACE / Twitter
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) რეზოლუცია დღეს, საშემოდგომო სესიაზე მიიღო.
რატომ არის მნიშვნელოვანი: უკრაინა ომის დაწყებისა და ოკუპანტების მიერ ჩადენილი სასტიკი ომის დანაშაულების შემდეგ ითხოვს, რომ რუსეთი ტერორისტ სახელმწიფო გამოცხადდეს.
- უკრაინის ხელისუფლება ამაზე განსაკუთრებით ბოლო დროს ოკუპანტების მიერ განხორციელებული ინტენსიური დაბომბვების შემდეგ საუბრობს — მათი თქმით, დროა, რომ რუსეთს ოფიციალურად ეწოდოს ტერორისტული სახელმწიფო.
დეტალები: დოკუმენტში რუსეთის ამჟამინდელი რეჟიმის ტერორისტულადაა გამოცხადებული და აღნიშნულია, რომ რუსეთის აგრესია ცალსახად უნდა დაიგმოს, როგორც დანაშაული, საერთაშორისო სამართლის დარღვევა და მსოფლიო უსაფრთხოებისთვის საფრთხე.
- ამას გამოეხმაურა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება და აღნიშნა, რომ გადაწყვეტილებას მიესალმება — მისი თქმით, ეს წევრი ქვეყნების პარლამენტებს გზას უხსნის, რათა ეს გზა გააგრძელონ.
- გადაწყვეტილებას მიესალმება უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიც და აღნიშნავს, რომ ეს მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანი სიგნალი იქნება.
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები