მე არ ვარ გმირი, მე გმირებს ფოტოებს ვუღებდი
აზოვსტალელმა ფოტოგრაფმა, დმიტრო კოზაცკიმ მხოლოდ ტყვეობიდან დაბრუნების შემდეგ შეიტყო, რომ მისი ლეგენდარული ფოტო — სინათლის სხივით — მარიუპოლის ყველა მებრძოლის სულიერი სიმტკიცის გამოხატულებად იქცა და არაერთი საერთაშორისო ჯილდოც მიიღო.
რატომ არის მნიშვნელოვანი: შეიძლება ითქვას, რომ კოზაცკიმ, რომელსაც აზოვსტალის თვალებსაც უწოდებენ, ომის მთავარი ფოტოები გადაიღო.
- მსოფლიომ სწორედ მისი კადრის წყალობით შეიტყო, როგორ იცავდნენ დაჭრილი უკრაინელი მებრძოლები აზოვსტალს საკუთარი სიცოცხლის ფასად და რა პირობებში იმყოფებოდნენ საველე ჰოსპიტალში.
- რუსი ოკუპანტების ტყვეობაში ჩავარდნამდე ერთი დღით ადრე მან ტვიტერზე ატვირთა ფოტოების სერია — აზოვსტალი, რომელმაც მოგვიანებით მსოფლიო მოიარა.
დეტალები: კოზაცკი იხსენებს, რომ კადრი, რომელმაც მსოფლიო შეძრა, მაშინ დაინახა, როცა ერთი ბუნკერიდან მეორეში გადადიოდა.
- "პირველი ფოტო ფრონტალური შუქით გადავიღე. უბრალოდ დავდგი ტელეფონი, დავფიქრდი, რისი დატესტვა მჭირდებოდა. მეორე დღეს კი, მგონი, იქ უკვე კამერით წავედი", — იხსენებს ფოტოგრაფი.
- ყვება, რომ შტატივი არ ჰქონდა, ამიტომ კამერა, უბრალოდ, რაღაცით დაამაგრა, ტაიმერი დააყენა, შემდეგ გაიქცა და შუქის წინ დადგა.
ტყვეობაზე: ფოტოგრაფი 80 დღის განმავლობაში სხვებთან ერთად, არაადამიანურ პირობებში იცავდა აზოვსტალს და ჭამდა დღეში ერთხელ, საკვების მინიმალურ დოზას.
- იხსენებს, რომ წარმოუდგენლად ენატრებოდა შავი პური და რაიმე ტკბილი, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი, რაზეც ოცნებობდა, ცხადია, იყო სიმშვიდე, რომელიც ახლა, საბოლოოდ, აქვს.
- "დიდხანს ვფიქრობდი, წარმოვიდგენდი, როგორი იქნებოდა შეხვედრა ნათესავებთან, ახლობლებთან და როცა დავინახე წარწერა — უკრაინა, უბრალოდ, გავიქეცი სიხარულისგან. იმ მომენტში მოჭარბებული ემოციები მქონდა. შენ გრძნობ თავისუფლებას, შენი ქვეყნისა და ერისთვის კი ეს უაღრესად მნიშვნელოვანია".
დაბრუნების შემდეგ: კოზაცკი ტყვეობიდან 51კგ დაბრუნდა. ამბობს, რომ რეაბილიტაციის პროცესი შესანიშნავად მიდის და ჯანმრთელობის მდგომარეობას ყოველდღე აკონტროლებს.
- უკრაინის დამცველთა დღეს ის სიხარულით ხვდება, თუმცა ამბობს, რომ მთავარი სიხარული წინ ელოდება, როცა უკრაინა გაიმარჯვებს.
- "დღეს შეგიძლია, საკუთარ თავს უფლება მისცე, ცოტა გაიხარო, რადგან ასეთი დღესასწაულია, მაგრამ არასდროს მავიწყდება ის ტკივილი, რომელიც ახლა ყოველთვის ჩვენთანაა, სანამ არ გავიმარჯვებთ", — ამბობს ფოტოგრაფი.
რა შეიცვალა: დმიტროს უკვე ცნობენ ქუჩაში. ამბობს, რომ ეს თავს უხერხულად აგრძნობინებს, რადგან არ თვლის, რომ გმირია ან ვარსკვლავი.
- "მე უბრალოდ ჩემს საქმეს ვაკეთებდი. მე არ ვარ გმირი, მე გმირებს ფოტოებს ვუღებდი. რომ არა ეს არტილერისტები, ქვეითები თუ სხვა დანაყოფები, ეს ყველაფერი უბრალოდ არ იარსებებდა. ჩემთვის არაჩვეულებრივი პატივია ასეთი ადამიანების გადაღება", — ამბობს ის.
ჯილდოები: ივნისის დასაწყისში იგი დაჯილდოვდა სპეციალური პოლონური პრემიით Grand Press Photo 2022-ით.
- ხოლო მისმა ფილმმა უკანასკნელი დღე აზოვსტალში, მიიღო ხარკოვის დოკუმენტური კინოფესტივალის ჯილდო — MeetDocs.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები